კარდიოქირურგი ნიკოლოზ ვაშაყმაძე პოსტს აქვეყენებს. “რატომ გახდა კარდიოქირურგია “ცეხავიკების” საქმე?”- სვამს ის კითხვას და სამედიცინო სექტორში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს:
“კომენტარად დავწერე და ვფიქრობ გასტატუსება არ იქნება ურიგო:
რატომ გახდა კარდიოქირურგია “ცეხავიკების” საქმე?
ქართულმა მედიცინა აწყვეტილი ვაგონივით მიექანება და კორუფციის და შავი ბიზნესის ჭაობი გახდა.
ახლა გამოდგება ვინმე და იტყვის, აქამდე სად ბრძანდებოდითო, არა ბატონებო, რომ არ ვჩერდებოდი და კრიმინალურ დარღვევებს მივუთითებდი ამიტომ გახლავართ გარეთ და “ცეხავიკები” შიგნით.
აქამდე კლინიკის და ქსელის იმიჯს ვუფრთხილდებოდი… ახლა აღარ და სასამართლო პროცესზე თუ მობრძანდებით უფრო დეტალურად გაიგებთ მაგ კლინიკაში არსებულ კრიმინალთან გათანაბრებულ დარღვევებს, რომელიც ნეპოტიზმით ოჯახურ-კლანური მმართველობის კანტორად ჩამოყალიბდა.
ამ თემაზე არაერთი პოსტი დაიდო და “სოკოების ისტორიაც” გეცოდინებათ ვინც ყურადღებით ადევნებთ სოციალურ ქსელს თვალს.
ახლა დეტალურად რატომ გახდა კარდიოქირურგია “ცეხავიკების” საქმე:
თითქმის 1 წელიწადია ჩემს კედელზე აპინულია სტატუსი, რაც სამართალდამცავების ინტერესის საგანი უნდა გამხდარიყო და მინიმუმ მოკვლევა უნდა დაეწყოთ სისტემურ დანაშაულზე.
1. თითოეულ შემთხვევაზე (ოპერაცაზე) per case თანხის გადახდა კონტროლის მექანიზმის გარეშე არის ჯანდაცვის სისტემისთვის დამღუპველი.
წარმოიდგინეთ პატრულ-ინსპექტორს თითოეულ ჯარიმაზე ბონუსი გადაუხადოთ (ხვდებით, რამდენ ჯარიმას ამოწერს არა?) ასე არიან კლინიკებიც.
შესაბამისად, სამედიცინო “ბიზნესი” ამ ქვეყანაში არის სარფიანი.
მედიცინა არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში არ არის მომგებიანი.
იცით გერმანიაში რამდენი პროცენტი უკავია კერძო სექტორს? 30-35% და მათი უმრავლესობა აბულატორიული კლინიკებია. საქართვე;ლოში 90%.
გუშინ ვისაც “ზაბეგალოვკა” ქონდა – დღეს კლინიკები აქვთ და დღეს თქვენ ელოდებით რომ ვინმე დაგინდობთ?
მედიცინა ევროპაში არ არის მომგებიანი და მუდმივად სახელმწიფოსგან დოტაციას საჭიროებს, ადამიანის სიცოცხლეზე დანაზოგი არ კეთდება, შესაბამისად მოგება 2,5-5%-მდეა.
იცით საქართველოში კლინიკები შუნტირების ოპერაციაზე რა მოგებას აკეთებენ? მინიმუმ 45-50%! და რის ხარჯზე იცით? ხარისხის და თქვენი უსაფრთხოების ხარჯზე!!!
2. კლინიკები მონდომებული არიან ბევრი პაციენტი გაატარონ, კორონაროგრაფია ჩაუტარონ და მიზეზი მოუძებნონ… რომ დასტენტონ არა ( ეს ყველაზე “უსუსური” კრიმინალია) დაშუნტონ( 10-ჯერ მეტ ფულს წერს!!!)
ახლა აგიხსნით რა სხვაობაა ამათ შორის:
სტენტირება 20-30 წთ გრძელდება და სისხლძარღვში მეტალის ბადის ჩადგმას გულისხმობს, რაც შევიწოებულ ადგილს აფართოებს.
შუნტირება ნიშნავს 4-5 საათიან ოპერაციას, გაჭრითაა… სისხლიანია… ნარკოზით… და შესაბამისად მაღალ რისკებით!!!!
ჩვენებები ორივესთვის მკაცრად გაწერილია, რომელიც საქართველოში, როგორც წესი, უგულველყოფილია.
საქართველო პირველ ადგილზეა ევროპაში სტენტირებებით და შუნტირებებით! ხარისხით არა, რაოდენობით!
ავადმყოფი ერი ვართ? არა, მაშინ რა ხდება? ჰო, ეგ უნდა გვაიტერესებდეს ნამდვილად!
და მივედით უკვე ახსნამდე სინდის-ნამუსამდე,
რატომ არ ჭირდებათ ღისეული ექიმი და ჭირდებათ “ცეხავიკი” რომელიც ნებისმიერ დაკვეთას შეასრულებს?
საქართველოში რამდენიმე ცნობილი კარდიოქირურგია, რომელიც თავის ღირსებას არ შელახავს.
კიდევ ერთხელ:
1. პირველ 24 საათში გულის ოპერაცია ჭირდება მხოლოდ ყოველ მე-10 პაციენტს!!!!
2. გულის ოპერაციების 90% არის დაგეგმვადი!!!
3. ყოველთვის გაქვთ მეორე კარდიოქირურგის აზრის მოძიების დრო.
13 მარტს, საქართველოში მოსალოდნელია ცვალებადი ამინდი. ქვეყნის უმეტეს ნაწილში პერიოდულად მოიმატებს ღრუბლიანობა. დასავლეთ საქართველოში ძირითადად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია მცირე ნალექი და ნისლი. დღისით,...
ქუთაისში ალექსანდრე ხარაბაძეს ემშვიდობებიან. ახლობლების თქმით მამაკაცი მძიმე სენს ებრძოდა. "დიდი მწუხარებით და გულისტკივილით გატყობინებთ საყვარელი ალექსანდრე (ალეკო) ხარაბაძის გარდაცვალებას. პანაშვიდი - ხუთშაბათს და პარასკევს, დაკრძალვა - შაბათს, 14...
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7321 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7300 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0021...
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმიური ინსპექტირებისას თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინეს. ბიზნესოპერატორი ზ.ჭ. საქმიანობდა საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული აღიარების გარეშე. გარდა ამისა, ინსპექტირებისას დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები:...
ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ბრიფინგზე განაცხადა. კითხვაზე, ქართული მხრიდან იყო თუ არა თხოვნა ევროპარლამენტში გამოსვლისას ეთქვა, რომ „ევროკავშირში სომხეთის ინტეგრაციის...
აბსოლუტურად არაპროფესიონალი, უვიცი, საქმეში გაურკვეველი ადამიანები საუბრობენ იმაზე, თუ რა ხდება საქართველოში - ეს ყველაფერი საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ თავდასხმაა და მეტი არაფერი, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და...
ევროპარლამენტმა რეზოლუცია „ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის ქვეშ“ 438 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუციის თანახმად: ევროპარლამენტი „მკაცრად გმობს ელენე ხოშტარიასა და ყველა სხვა პირის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას, რომლებიც სამიზნეები...
წმინდა კიპრიანე იყო ყველაზე ძლიერი ჯადოქარი, რომელიც თვით სატანას ემსახურებოდა. მაგრამ წმინდა იუსტიანესთან შეხვედრის შემდეგ, მან აღიარა ქრისტე და ყველა თავისი ჯადოქრული წიგნები დაწვა. ჯადოქრობის შემდეგ, ქრისტესთვის წამებულ წმინდანად შერაცხულ...
13 მარტი - პარასკევი დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +4, +9°, დღისით +13 +18°; მთაში ღამით...
ჩვენ შემოვიღეთ ახალი რეგულაციები ექვს წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანასთან დაკავშირებით და გვინდა, გარკვეული კორექტივები შევიტანოთ ამ გადაწყვეტილებაში. კერძოდ, შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, შესაბამის ავტომობილებზე დაწესდება განბაჟების 4,5 ლარიანი ტარიფი ანუ...