წყალტუბოში გამოფენა „ ART OF WASTE” გაიხსნა. წყალტუბოს სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა მეორადი და უფუნქციო ნივთების გამოყენებით ხელოვნების ნიმუშები შექმნეს.
გამოფენა პროექტის „თანამშრომლობა სუფთა გარემოსათვის ‘’ ფარგლებში მოეწყო და მასში 20 ამდე ახლაგაზრდა მხატვარი მონაწილეობდა. ნამუშევრების შესაქმნელად გამოიყენეს ; პოლიეთილენის ბოთლები, ძაფები, ღილები, მუყაო, ძველი საყოფაცხოვრებო ნივთები. პროექტის ფარგლებში შეიქმნა კატალოგი, რომელიც მოგვიანებით კალენდარზე დაიტანება. საგამოფენო სივრცეში – „ივერია “ „ ART OF WASTE” 30 ნოემბრამდე იქნება წარმოდგენილი .