ტაივანის სრუტეში ორი ამერიკული სამხედრო გემი შევიდა. ინფორმაციას ამერიკის საზღვაო ძალები ავრცელებს. ამერიკული მხარის განმარტებით, ხომალდების მიერ სრუტის გადაკვეთა საერთაშორისო წყლებში თავისუფლად ნავიგაციის დემონსტრირებაა.
ეს პირველი ასეთი ოპერაციაა ტაივანსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების დაძაბვის შემდეგ, რაც კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის კუნძულზე ვიზიტს მოყვა.
2 აგვისტოს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში ჩავიდა, რასაც ჩინეთის მთავრობის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. პელოსის ვიზიტის შემდეგ ჩინეთმა ტაივანთან მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო.