“რადგან პისიარ კვლევით პაციენტს კორონავირუსული ინფექცია არ დაუდასტურდა და მისი მდგომარეობა დასტაბილურდა, მან 3 ნოემბერს, დილით, კლინიკა დატოვა” – ამის შესახებ კლინიკა ბომონდი მარი კაკაურიძის მამის გარდაცვალების ფაქტზე აცხადებს.
“აღნიშნულმა პაციენტმა 30 ოქტომბერს კლინიკის ცხელების ცენტრს მომართა ცხელებითა და რესპირატორული ჩივილებით. ჩაუტარდა კოვიდდიაგნოსტიკა- გაუკეთდა პისიარ კვლევა და პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, დაყოვნდა ცხელების ცენტრში, სადაც უტარდებოდა სიმპტომური მკურნალობა, გაუკეთდა გულ-მკერდის რენტგენი და ლაბორატორიული კვლევები. რადგან პისიარ კვლევით პაციენტს კორონავირუსული ინფექცია არ დაუდასტურდა და მისი მდგომარეობა დასტაბილურდა, მან 3 ნოემბერს, დილით, კლინიკა დატოვა და მიეცა რეკომენდაცია მკურნალობა გაეგრძელებინა შესაბამისი პროფილის ექიმთან. გამომდინარე იქედან, რომ ამ ეტაპზე კლინიკა მხოლოდ კოვიდდადებით პაციენტებს იღებს, სხვა პათოლოგიის მქონე პაციენტების მიღება და დაყოვნება არ შეუძლია.” – ნათქვამია კლინიკა ბომონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის მარი კუხიანიძე მთავრობას კოვიდინფიცირებული მშობლების გადარჩენას თხოვდა, თუმცა მიუხედავად ამისა მარის დედა წუხელ ღამით, მამა კი დღეს დილით გარდაიცვალა.










