?საინტერესო დეტალები ყველა დროის საუკეთესო არბიტრის პიერლუიჯი კოლინას შესახებ:
⭕კოლინას შეეძლო 4 ენაზე საუბარი, რაც მას ფეხბურთელებთან კომუნიკაციას უმარტივებდა, ასევე მათი ნათქვამი უხამსი ფრაზებიც კარგად ესმოდა.
⭕ყოველი მატჩის წინ, კოლინა ორივე გუნდის ყოველ ფეხბურთელს დეტალურად სწავლობდა. მან ყველა მოთამაშის სახელი და გვარი იცოდა. რა თქმა უნდა არა მხოლოდ სახელები, იტალიელი ყურადღებას ბევრ დეტალს აქცევდა.
⭕2002 წლის მუნდიალის ფინალის დასრულების შემდეგ, რონალდომ კოლინას თავისი მაისური აჩუქა და ასევე მატჩის ბურთიც მას გადასცა. შეხვედრის შემდეგ, ორივე ნაკრების ფეხბურთელებმა კოლინას ფინალის დიდებულად განსჯა მიულოცეს.
⭕კოლინა ერთადერთი მსაჯია, რომელმაც მოახერხა და შეძლო, რომ ვიდეოთამაშის ქავერზე მოხვედრილიყო (PES3 და 4).
?პიერლუიჯი კოლინა რამდენიმე დღის წინ France Football-მა ისტორიაში საუკეთესო მსაჯად დაასახელა.
წყარო_Total Sports /ტოტალური სპორტი