„კორონავირუსის პანდემიამდე ავიაკომპანია 30 მიმართულებით დაფრინავდა, ასევე გეგმავდა 10 მიმართულების დამატებას. Wizz Air-ი არსად არ გადის. ამას თვითონ კომპანიაც დაადასტურებს, რომ აგრძელებს საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას. კომპანია რჩება ერთგული თავისი მომხმარებლების“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
რაც შეეხება, საქართველოში ბაზირებული საჰაერო ხომალდების Wizz Air-ის მიერ უნგრეთში გადაიყვანას, ნათია თურნავამ განმარტა, რომ ეს ტექნიკური საკითხია და ავიაკომპანია ამ გადაწყვეტილებით დანახარჯის შემცირებას ცდილობს.
„Wizz Air-ი არსად არ გადის. ელოდება ჩვენს შეტყობინებას, უკვე შემოსულია მისი განაცხადი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. რა მომენტშიც ჩვენ ჩავთვლით, რომ ვართ მზად და გარკვეული მიმართულებები უნდა გააქტიურდეს კომპანია მყისიერად გააგრძელებს ფრენებს. ამას კომპანია უახლოეს საათებში დაადასტურებს“, – აღნიშნა თურნავამ.