WhatsApp-ის 2 მილიარდზე მეტ მომხმარებელს მოუწევს, დათანხმდეს აპლიკაციის განახლებულ წესებს ან უარი თქვას ამ პლატფორმის გამოყენებაზე. წესით, განახლება 8 თებერვალს უნდა მომხდარიყო, თუმცა კომპანიამ გადაწყვიტა ვადა 15 მაისამდე გადაწიოს.
კომპანია ამ განახლებების გამო გააკრიტიკეს კიდეც რადგან მას, მის მშობელ Facebook-თან მოუწევს პირადი ინფორმაცია საზიარო გახადოს.
WhatsApp-მა განმარტა, რომ ფეისბუქთან ის გაამხელს მომხმარებლის ნომერს და იმ სარეგისტრაციო საბაზისო ინფორმაციას, რაც პლატფორმაზე დასარეგისტრირებლადაა საჭირო, მაგ: ტელეფონის მოდელი, ინტერნეტ პროვაიდერი, IP მისამართი – რითიც მარტივად შეიძლება დადგენა, სად იმყოფებით თქვენ და სხვა.
სოციალური პლატფორმის განახლებების (ე.წ update-ის გამო), მომხმარებელთა დიდმა ნაწილმა სხვა ალტერნატიული აპლიკაციები ჩამოტვირთა.
ცვლილებები არ იმოქმედებს მხოლოდ ინგლისსა და ევროპაში, სადაც სხვა კანონები მოქმედებს.









