Turkish Airlines-მა კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი ფრენების აღდგენის გეგმა შეიმუშავა. ამის შესახებ Anadolu საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.
სააგენტოს ინფორმაციით, შიდა და საერთაშორისო რეისების განხორციელება ივნისიდან ეტაპობრივად, სამთვიანი პერიოდის განმავლობაში აღდგება. ივნისიდან ავიაკომპანია 19 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში კვირაში დაახლოებით 75 რეისს განახორციელებს.
ივლისში ეს მაჩვენებელი 572-მდე გაიზრდება, აგვისტოში კი 937-მდე.
Turkish Airlines-მა შიდა და საერთაშორისო ფრენები კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების შესამცირებლად 28 მაისამდე შეწყვიტა.










