საქართველოს მოქალაქე ცოლისა და 3 არასრულწლოვანი შვილის თვალწინ მოკლეს
საბერძნეთში, აგიოს პანტელეიმონში, საქართველოს მოქალაქე ცოლისა და 3 არასრულწლოვანი შვილის თვალწინ მოკლეს. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. თავდამსხმელი 74 წლის საბერძნეთის მოქალაქეა. კაცი ქართველი ემიგრანტების მეზობელია. ადგილობრივი მედია წერს, რომ ოჯახი ერთ ერთი წვილის დაბადების დღეს აღნიშნავდა, სადაც თავდამსხმელიც იყო დაპატიჟებული. მოგვიანებით, ღამის 02:30 საათზე შეიარაღებული მეზობელი ქართველი ემიგრანტების სახლში შევიდა და კაცს ესროლა. ის აგრეთვე ემუქრებოდა ოჯახის სხვა წევრებსაც. დაჭრილია მოკლულის ცოლიც. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. უცნობია მისი ჯანმართელობის მდგომარეობა.