რა საკითხები განიხილეს მთავრობის სხდომაზე
საქართველოს პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 5 საკითხი განიხილეს. განსახილველ საკითხთა შორის იყო საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი - „შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის” ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის განხორციელების მიზნით დაფინანსების მოზიდვის შესახებ”. კერძოდ, საქართველოს ინიციატივით მუშაობა დაიწყო პროექტზე, რომელიც კავკასიის რეგიონისა და ევროპის ენერგეტიკულ დაკავშირებას გულისხმობს მაღალი ძაბვის შავი ზღვის წყალქვეშა გადამცემი ხაზის საშუალებით. კონკრეტულად, შავი ზღვის ფსკერზე გამავალი ელექტროგადამცემი ხაზი დააკავშირებს საქართველოს და რუმინეთის ელექტროსისტემებს. ტექნიკური კვლევა უკვე მიმდინარეობს, რომლისთვისაც ...
