ჭდე: კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე

გახარია არც პირველია და არც უკანასკნელი – კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური გიორგი გახარიას დღევანდელ განცხადებას პერსონალურ მუქარად და შანტაჟად მიიჩნევს. ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ კახა ბექაურმა აღნიშნა, რომ მის ცხოვრებაში მსგავსი  დიქტატორული მანერა არა-ერთი ყოფილი და მოქმედი პოლიტიკოსისგან ყოფილა, თუმცა მის გადაწყვეტილებებზე გავლენა არ მოუხდენია. „გახარიას მცდელობა აქვს მედიის მარეგულირებელ დამოუკიდებელ ორგანოს გადაწყვეტილებაზე ზეწოლა მოახდინოს მუქარის და შანტაჟის გზით. ეს არ არის ის გზა, რომელიც სასურველ შედეგს მიაღებინებს. გახარიას მსგავსი დიქტატორული მიდრეკილების პოლიტიკური ელემენტები ჩემს ცხოვრებაში მრავლად შემხვედრიან, მათ შორის წინა ხელისუფლებაშიც. გახარია არც პირველია და არც უკანასკნელი. მსგავს მუქარებს ჩემს საქციელზე და  გადაწყვეტილებებზე გავლენა არც წარსულში მოუხდენია და ვერც მომავალში მოახდენს.“ - განაცხადა კახა ბექაურმა.

კატეგორიები