ჭდე: ირაკლი ღარიბაშვილი

“სკანდალში გამომიჭირეთ როგორ შემაშინეთ”-ირაკლი ღარიბაშვილი

“სკანდალში გამომიჭირეთ როგორ შემაშინეთ”-ირაკლი ღარიბაშვილი

"მე პრემიერი ვარ და გვარამია კომპანიის დირექტორი... მე რომ მადარებთ და ჩემს ოჯახის წევრებს, კანონით მეკუთვნის სახელმწიფო მანქანები", - ასე უპასუხა პრემიერმინისტრმა ...

ირაკლი ღარიბაშვილი აპირებს ცესკოს შესთავაზოს კომისიის წევრებისა და ყველა იმ პირის ვაქცინაცია , ვინც ჩართული იქნება არჩევნებში

რაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში გაემგზავრა. მისი თქმით, შეხვედრები ექნება მათ შორის ნატო-ს გენერალურ მდივანთან, ევროპული საბჭოსა და ევროპარლამენტის პრეზიდენტებთან. ...

“ივანიშვილი არის სამაგალითო პატრიოტი კაცი”-ღარიბაშვილი ივანიშვილზე

“ივანიშვილი არის სამაგალითო პატრიოტი კაცი”-ღარიბაშვილი ივანიშვილზე

ირაკლი ღარიბაშვილი - ის გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც ქვეყანაში არის სწორედ ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის დამსახურებაა ის გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც ქვეყანაში არის სწორედ, რა თქმა უნდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის დამსახურება არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლანჩხუთში, გურიის რეგიონული ტურნეს ფარგლებში ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობა და პოლიტიკური გუნდი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკას აგრძელებს და  ყველა მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა. "მე ერთი რამ მინდა გითხრათ, ასეთ ცინიკურ საუბარს მე გირჩევთ რომ თავი დაანებოთ, ეს ერთი და მეორე ბიძინა ივანიშვილი არის სამაგალითო პატრიოტი კაცი, რომელმაც ბოლო 20 წლის განმავლობაში თავისი მთელი თავისი ქონების, რომელიც დააგროვა უცხო ქვეყნებში, ჩამოიტანა და დახარჯა ქველმოქმედებაში თქვენთვის, ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის, 3 მილიარდ დოლარზე მეტი ერთმა კაცმა დახარჯა ჩვენი ქვეყნისთვის, ყველა ის რეფორმა დაწყებული პოლიციის, სამხედრო და უამრავი რეფორმები და სიკეთეები, რომლებიც ქვეყანაში ბოლო 20 წლის განმავლობაში ხდებოდა ამ კაცის დამსახურებაა. მეორე, ასევე მინდა გითხრათ, რომ ის გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა რომელიც ქვეყანაში არის, სწორედ რა თქმა უნდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის დამსახურება არის, მისი პიროვნული დამსახურება არის და რა თქმა უნდა ჩვენი მთავრობა და ჩვენი პოლიტიკური გუნდი ამ პოლიტიკას ვაგრძელებთ და მინდა გითხრათ, რომ თქვენთვისაც მნიშვნელოვანი არის, და ყველა მოქალაქისთვის რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა, ეს არის უპირველესი, ასე ვთქვათ საფუძველთა საფუძველი, ამის გარეშე მეგობრებო ქვეყანაში არაფერი არ იქნება. ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენმა ხალხმა იომა სამჯერ უკვე, რუსეთის ფედერაციასთან, შეიძლება ასე ითქვას, იმიტომ რომ დაწყებული 90-იან წლები, შემდეგ შიდა ომი, შემდეგ სამოქალაქო ომი და ათასი უბედურება გადავიტანეთ, შემდეგ აგვისტოს ომი, რამაც დამანგრეველი შედეგები მოიტანა და ოკუპაცია გამოიწვია ჩვენი ტერიტორიების და დღემდე ეს გრძელდება. და აი ამას თუ ჩვენ კარგი ანალიზი არ გავუკეთეთ და ჩვენ თუ კიდევ გავაგრძელეთ ეს უპასუხისმგებლო რიტორიკა და უპასუხისმგებლო საქმიანობა, მათ შორის შიდა მტრების დესტრუქციული საქმიანობა, რა თქმა უნდა ეს ძალიან ცუდი იქნება, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენი ხელისუფლება ამას არ დაუშვებს. ჩვენ ვართ მოწოდების სიმაღლეზე და ჩვენ მოსახლეობას გარანტიას ვაძლევთ, რომ იქნება მშვიდობა გრძელვადიანი. არანაირი მეორე ფრონტი, არანაირი ომი არ იქნება ქვეყანაში, პირიქით იქნება განვითარება, მშენებლობა და მშვიდობა",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.  

რას აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი შეზღუდვების შემსუბუქებაზე

“სიტყვები უძლურია ასეთი დიდი ტკივილის გამოსათქმელად”-ირაკლი ღარიბაშვილმა ნიკა  წულიკიძის ოჯახს ფეისბუქ პოსტით  მიუსამძიმრა 

"ღრმა მწუხარებას გამოვხატავ თეატრმცოდნისა და ტელეწამყვანის ნიკა წულუკიძის და მისი მეუღლის თეკლა კოსტავას მცირეწლოვანი შვილის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო. სიტყვები უძლურია ...

“ახლა ჩვენ გვაქვს მცდელობა, რომ განვაახლოთ ეს პროექტი”-ღარიბაშვილი ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობაზე ქუთაისში

“ახლა ჩვენ გვაქვს მცდელობა, რომ განვაახლოთ ეს პროექტი”-ღარიბაშვილი ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობაზე ქუთაისში

ირაკლი ღარიბაშვილი - ელექტრომობილების ქარხნის პროექტთან დაკავშირებით იყო ხარვეზები, ამას დაემატა პანდემია და ამ პერსპექტივამ გადაიწია, ახლა ჩვენ გვაქვს მცდელობა, განვაახლოთ ეს პროექტი და აქტიურად ვმუშაოთ ჩვენ გვაქვს მცდელობა, რომ განვაახლოთ ჩინურ კომპანიებთან განვაახლოთ ელექტრომობილების ქარხნის პროექტი და მიდის მუშაობა აქტიურად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, პროექტთან დაკავშირებით იყო ხარვეზები, ამას დაემატა პანდემია და ამ პერსპექტივამ გადაიწია. „რაც შეეხება ელექტრომობილების ქარხანას - ეს პროექტი ჩემამდე იყო დაანონსებული. გარკვეული ხარვეზებიც იყო ამ პროექტთან დაკავშირებით. როგორც ვიცი, ვერ შეიკრა ეს პაკეტი, როგორც უნდა გამოსულიყო. ამას დაემატა პანდემია, გადაწია ეს პერსპექტივა. ახლა ჩვენ გვაქვს მცდელობა, რომ განვაახლოთ ჩინურ კომპანიებთან განვაახლოთ ეს პროექტი და მიდის მუშაობა აქტიურად“, - განაცხადა პრემიერმა  

“მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაინგრა, მხოლოდ ნგრევა მიმდინარეობდა ბოლო 30 წელია” | ირაკლი  ღარიბაშვილი

“მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაინგრა, მხოლოდ ნგრევა მიმდინარეობდა ბოლო 30 წელია” | ირაკლი ღარიბაშვილი

"მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაინგრა, მხოლოდ ნგრევა მიმდინარეობდა ბოლო 30 წელია" | ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის თქმით, გამოდის, რომ საბჭოთა ...

„აქტიურად განვიხილავ, რომ ქუთაისში შეიქმნას ტექნოპარკი”-ირაკლი ღარიბაშვილი

„აქტიურად განვიხილავ, რომ ქუთაისში შეიქმნას ტექნოპარკი”-ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერი: „აქტიურად განვიხილავ, რომ ქუთაისში შეიქმნას ტექნოპარკი, რაც მისცემს საშუალებას ჩვენს ახალგაზრდებს, მათ შორის, ადგილობრივებს, რომ დასაქმდნენ. ამას, მინდა მივაბა ...

ჯარი, ეკლესია, პოლიცია და სახელმწიფო ინსტიტუტები ხელშეუხებელია – ირაკლი ღარიბაშვილი

“რაც მევალებოდა მე როგორც ხელისუფალს და მთავრობას ყველაფერი გავაკეთე”-ღარიბაშვილი უკრაინაში დაღუპული ჯარისკაცების შესახებ

კითხვაზე რატომ არ მიდის უკრაინაში დაღუპული ჯარისკაცების პანაშვიდზე პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა,  რომ ეს მის მოვალეობაში არ შედის "მე კიდევ ...

ვფიქრობ, რამდენიმე თვეში ჩვენ ვიხილავთ მორიგ ჯერზე გამოძევებულ სააკაშვილს – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებს არ შეუერთდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში მონაწილეობას არ აპირებს. როგორც პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას ...

ვაღიაროთ, ჩვენი გამოწვევაც არის, რომ სახელმწიფოსგან ზოგიერთ შემთხვევაში სათანადო პასუხი არ გაეცა – ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი- ოპოზიცია აგრძელებს დემაგოგიას, რომ მთავრობას თურმე არ აქვს ვაქცინაციის გეგმა

ოპოზიცია აგრძელებს დემაგოგიას, რომ მთავრობას თურმე არ აქვს ვაქცინაციის გეგმა, თავიდან ბოლომდე დალაგებული გვაქვს ეს სისტემა, მათ შორის ექიმებისგან შემდგარი ბრიგადები, რომლებმაც დღეში ოციდან ოცდაათი ათასამდე აცრა უნდა ჩაატარონ-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა. „გამოწვევები, ბუნებრივია ძალიან ბევრია. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, პანდემიასთან და ვაქცინაციასთან დაკავშირებით არა ერთი შეკითხვა იყო დასმული. იმის მიუხედავად, რომ მე ვისაუბრე და 2-3 დღეში უკვე შემოვა პირველი მილიონი ვაქცინა, შემდეგ ვაჩვენეთ შემდეგი ეტაპები - Pfizer-ის კიდევ ერთი მლნ, შემდეგ კიდევ ერთი მლნ სხვა, ჩინური ვაქცინების, უწყვეტად მაინც აგრძელებენ დემაგოგიას და სიცრუეს, რომ მთავრობას თურმე არ აქვს ვაქცინაციის გეგმა და ა.შ. შეგახსენებთ, რომ ჩვენ გვაქვს თავიდან ბოლომდე დალაგებული ეს სისტემა, მათ შორის ექიმებისგან შემდგარი ბრიგადები, რომლებმაც დღეში ოციდან ოცდაათი ათასამდე აცრა უნდა ჩაატარონ. ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ. COVAX-ის პლატფორმიდან, რომელზეც იყო მთავრობა დამოკიდებული მანამდე, სანამ მე დავინიშნებოდი, იყო გარკვეული შეფერხება და თქვენ იცით, რომ ევროპის ქვეყნებსაც, ძლიერ სახელმწიფოებსაც ჰქონდათ ძალიან ბევრი შეფერხება ვაქცინების მიწოდებასთან დაკავშირებით. შემდეგ ჩვენ შევცვალეთ, როცა მე დავინიშნე და მინისტრთან ერთად აქტიურად ვიყავით ჩართულნი. პირადად ვესაუბრებოდით როგორც Pfizer-ის ხელმძღვანელს, ასევე, ჩინეთის ხელისუფლებასთან გვქონდა პირდაპირი მოლაპარაკებები და მიმოწერები. ჩვენ მივაღწიეთ იმ შედეგს, რაც უკვე მოგახსენეთ”,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Page 2 of 3 1 2 3

კატეგორიები