უცხოეთის მოქალაქეებს ბიზნესად აქვთ ქცეული ეს საკითხი-ირაკლი ღარიბაშვილი
ვმუშაობთ კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, დემოგრაფიის საკითხებზე მომუშავე საბჭოზე ერთ-ერთი პრობლემური საკითხი, რაც გამოიკვეთა, სუროგაცია და ამასთან დაკავშირებული პრობლემებია, უცხოეთის მოქალაქეებს ბიზნესად აქვთ ქცეული ეს საკითხი და ამ საკითხზე არავითარი რეგულაცია არ არსებობს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ისეთ მაღალგანვითარებულ ქვეყნებში, როგორებიცაა საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, შვედეთი, ფინეთი, იტალია, ლიტვა, ესტონეთი, სუროგაცია სრულად არის აკრძალული, ბელგიაში, გაერთიანებულ სამეფოში, დანიაში, კანადაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში კი სუროგაცია ნაწილობრივ არის დაშვებული. „ სუროგაციის საკითხი საზოგადოების დიდ ნაწილს აწუხებს და უფრო კომპლექსური საკითხია, ვინაიდან ეს უკავშირდება ზოგადად ჩვენი მოქალაქეების ...