საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული 13 პირის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურმა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და თბილისის მერთან კახა კალაძესთა ერთად პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას და თითოეული მათგანის ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ყველა მათგანმა თავგანწირვის უდიდესი მაგალითი აჩვენა, ისინი გმირები არიან და მნიშვნელოვანია, რომ წლების განმავლობაში მათი საფლავების შესახებ ინფორმაციის არარსებობის შემდეგ, დღეს შესაძლებელი გახდა მათი პატივით დაკრძალვა. ...