ჭდე: საქართველოს პრეზიდენტი

“მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო უკრაინელ ხალხს”-სალომე ზურაბიშვილი განცახადებას ავრცელებს

" მინდა, გამოვეხმაურო ჩვენი მეგობარი და ევროკავშირის ასოცირებული ტრიოს წევრი  ქვეყნის საზღვართან შექმნილ საგანგაშო ვითარებას და ხელახლა დავადასტურო უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ სრული მხარდაჭერა და ერთგულება; მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო უკრაინელ ხალხს, რომელთანაც  გვაახლოებს ისტორიული მეგობრობა და  დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საბჭოთა წარსულის დაძლევის, ახალი თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობის  და ევროპული ინტეგრაციის გზა. მჯერა, რომ უკრაინა გაუძლებს არსებულ დაძაბულობას და საფრთხეს  და საკუთარ არჩეულ გზას ვერავინ და ვერაფერი შეაცვლევინებს. მჯერა, ასევე, რომ მშვიდობიან მოლაპარაკებებს არ აქვს ალტერნატივა და მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევა ყველას ინტერესშია. ვწუხვარ, რომ ჩვენი საზოგადოება ამ ბოლო დროს უფრო დაკავებულია ვიწრო პოლიტიკური მნიშვნელობის აქციებით და ერთმანეთთან ანგარიშსწორებით, ვიდრე იმით, რაც შეჰფერის, ჩემი აზრით, ევალება კიდევაც ჩვენს საზოგადოებას, დაინტერესდეს ქვეყნის ირგვლივ განვითარებული მოვლენებით, იქნება ეს ჩვენს ორ მეზობელს შორის კონფლიქტის შემდგომი მდგომარეობის განვითარება თუ  უკრაინის საზღვარზე შექმნილი დღევანდელი ვითარება. ეს არის ის, რაც უნდა გვაინტერესებდეს, გვაღელვებდეს, რამეთუ ჩვენი და ჩვენი რეგიონის მშვიდობა და განვითარება ერთმანეთისგან განუყოფელია."- ვკითხულობთ პრეზიდენტის განცხადებაში

არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება – სალომე ზურაბიშვილი

“არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება. არც ის ეკონომიკური ძალიან დიდი პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი. მაგრამ ...

სალომე ზურაბიშვილი: სექსუალური ძალადობის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობა უნდა გვქონდეს

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სექსუალური ძალადობის მიმართ "ნულოვანი ტოლერანტობა უნდა გქონდეს". ამის შესახებ აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა. სალომე ზურაბიშვილის ...

“მაგან ჩვენზე მეტი უნდა იაზროვნოს მაგიტო ავირჩიეთ”-ქუთაისელები ზურაბიშვილის იმპიჩმენტის მოთხოვნაზე

ოპოზიცია პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადადგომას ითხოვს. მათი ეს მოთხოვნა ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მბრალდებული პირების შეწყალებას მოჰყვა. ოპოზიცია  ეგრეთ წოდებული "სკანდალური ...

საქართველოს პრეზიდენტის,სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას გამოკითხული მოქალაქეები ცუდად აფასებს – NDI

“ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედით, საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის საქმიანობას გამოკითხულთა 40 % ცუდად აფასებს, რაც 10 %-ით მეტია ...

კატეგორიები

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

შედით თქვენს ანგარიშზე

Create New Account!

Fill the forms bellow to register

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.