ჭდე: მოსწავლეები

“აბა გგონიათ ბავშვები ძულთ?” , “რამნიშვნელობა აქვს კილომეტრაჟს”  –  რას ფიქრობენ ექსკურსიებზე დაწესებულ შეზღუდვებზე

“აბა გგონიათ ბავშვები ძულთ?” , “რამნიშვნელობა აქვს კილომეტრაჟს” – რას ფიქრობენ ექსკურსიებზე დაწესებულ შეზღუდვებზე

საქართველოში, სკოლის მოსწაბლეების ექსკურსიებთან დაკავშირებით ახალი წესები მკვიდრდება. სიახლე კანონში სასკოლო ექსკურსიებზე მკაცრ კონტროლს აწესებს და კილომეტრაჟებს ზღუდავს. ვინ რას ...

79 ქართველი მოსწავლე, რომელიც ამერიკაში იმყოფებოდა, საქართველოშია

79 ქართველი მოსწავლე, რომელიც ამერიკაში იმყოფებოდა, საქართველოშია

79 ქართველი მოსწავლე, რომელიც ამერიკაში იმყოფებოდა, უკვე საქართველოშია. მათი დაბრუნება შესაძლებელი გახდა საქართველოსა და აშშ - ის მთავრობათა თანამშრომლობის შედეგად. მოსწავლეების ყატარის დედაქალაქ დოჰაში ჩაყვანა ამერიკულმა მხარემ, ხოლო დოჰადან სპეცრეისით თბილისამდე, საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო. ქართველ მოსწავლეებთან ერთად თბილისში ჩამოვიდა 35 მოსწავლე სომხეთიდან, რომელიც ქართველ თანატოლებთან ერთად ამერიკაში იმყოფებოდა. მოსწავლეებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიარეს სავალდებულო თერმოსკრინინგი და შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით ავტობუსებით, ჭადრაკული განლაგებით, განთავსდნენ თბილისსა და კახეთში არსებულ ორ საკარანტინო ზონაში, სადაც ისინი 14 დღეს დაჰყოფენ და შემდეგ დაუბრუნდებიან ოჯახებს. კარანტინის დროს, მოსწავლეები უზრუნველყოფილნი იქნებიან სამჯერადი კვებით და ექიმის 24-საათიანი მეთვალყურეობით, ხოლო უშუალოდ საკარანტინო ზონებს პოლიციის თანამშრომლები დაიცავენ. რაც შეეხება მოსწავლეებს სომხეთიდან, ისინი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სომხეთში გაემგზავრნენ. კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და მთავრობის შესაბამისი დადგენილებით, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ამ დროისთვის, საქართველოს მასშტაბით, 86 სასტუმროში საკარანტინო სივრცეების მოწყობას გაუწია ორგანიზება. აღსანიშნავია, რომ  საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ განსაზღვრა ახალი, დამატებითი რეისები ევროპისა და აზიის სხვა ქალაქებიდან, საიდანაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას შეძლებენ.  

“ხელოვნება განვითარებისთვის” – ქუთაისში სკოლის მოსწავლეებისთვის შეხვედრები მოეწყო

“ხელოვნება განვითარებისთვის” – ქუთაისში სკოლის მოსწავლეებისთვის შეხვედრები მოეწყო

ქუთაისში სკოლის მოსწავლეებისთვის  პროექტი "ხელოვნება განვითარებისთვის" განხორციელდა. პროექტის ფარგლებში, ოქტომბერში, ოთხი შეხვედრა მოეწყო, რომელთა ძირითადი თემატიკა მხატვრული ლიტერატურისა და ხელოვნების  ...

აფეთქების შედეგად ქუთაისში, სამეცნიერო პიკნიკზე 5 ბავშვი დაშავდა (+ფოტო)

ახალი დეტალები ქუთაისში აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვების შესახებ

აფეთქების შედეგად ქუთაისში სამეცნიერო პიკნიკზე 5 ბავშვი დაშავდა, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტო ადასტურებს. როგორც ცნობილია ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის ...

კატეგორიები