“SOS! პალუნდრა!! კაცია ცოცხლად შამარხული! ხალხო 26 მაისის მესამე ჩიხში 1_ელ ნომერში ფაქტობრივად ცოცხლადაა დამარხული კაცი სახლში, გულის ახალნაოპერაციევი _ ავთო. კ. მისი სახლიდან მოგლეჯილი სახურავით ახურულია აქვს შესასვლელ- გამოსასვლელი კარი აგერ მეორე დღეა და ექსკურსიაზე მოდიან მარტო გარედან დასათვალიერებლად!۔
მეზობლის ორი ბიჭი, თვითონაც რომ სახურავგადამძვრალი და მთელი ღამის დაყინულები არიან გაზის გარეშე, ექაჩებიან ამხელა კონსტრუქციას და ძვრა ვერ უყვეს. მეზობლის კაცების მეტი წილი კი თბილისში გადაცხოვრდა ქუთაისის უფუნქციობის გამო. ხალხი არ ხართ??? ქმედითი რამე გაუკეთეთ, ცნობისმოყვარეობის ჭიის დაკმაყოფიკება კიარა! ღმერთი მარტო პოზაზე გწამთ? ვიწვები ამ კაცის საცოდაობით! ამ კაცს რომ რაიმე დაემართოს , ცოდვა თქვენზე!!! ან სასწრაფო როგორ უნდა შევიდეს?
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო”