Red Wings-ი ბათუმის მიმართულებით რუსეთის კიდევ 3 ქალაქიდან, სოჭიდან, ყაზანიდან და უფადან იფრენს
სოჭი-ბათუმი-სოჭის რეისის გაყიდვები უკვე დაწყებულია. ფრენები 2024 წლის 22 ივნისიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით, კვირაში ორჯერ – ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება. ყაზანი-ბათუმი-ყაზანის ავიარეისები 7 ივლისიდან 13 ოქტომბრის ჩათვლით კვირაობით შესრულდება. უფა-ბათუმი-უფას ფრენები კი 2024 წლის 4 ივლისიდან 29 აგვისტოს ჩათვლით, ხუთშაბათობით შესრულდება