NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ქაბულის აეროპორტთან მომხდარი ტერაქტი დაგმო და უმოკლეს ვადებში რაც შეიძლება მეტი ადამიანის ევაკუაციისკენ მოუწოდა.
“მე მტკიცედ ვგმობ საზარელ ტერაქტს ქაბულის აეროპორტთან ახლოს. ჩემი ფიქრები ყველა მსხვერპლთან და მათ ახლობლებთან არის.
ჩვენს პრიორიტეტად უსაფრთხო ადგილას რაც შეიძლება რაც რაც შეიძლება მეტი ადამიანის ევაკუაცია რჩება”, – დაწერა მან Twitter- ის საკუთარ ანგარიშზე.