მეცნიერებმა და ფსიქოლოგებმა შექმნეს ციფრული დღიური Mazi, რომელიც თქვენს აზრებს ჩაიწერს. ერთადერთი რამ, რაც უნდა გააკეთოთ, საუბარია. მოწყობილობას საკუთარი აპლიკაცია აქვს, რომელშიც თქვენი საუბრის ჩანაწერები ინახება. ჩასაწერად, გადასახვევად თუ მოსასმენად შესაბამის ღილაკს უნდა დააჭიროთ, თქვენ მათი წაშლა ან კონკრეტული ნაწილის გამოყოფაც შეგეძლებათ
რაც შეეხება დიზაინს, ის მინიმალისტურია, მის ტარებას კი ყელსაბამის მსგავსად შეძლებთ.