ქართული ალტერნატიული/ინდი როკ-ჯგუფის LOUDspeakers შექმნის იდეა 2009 წლის მეორე ნახევარში გაჩნდა, როდესაც ალექსანდრე დოლიძემ (კლავიში) და ლევან ლაუდაძემ (ვოკალი, გიტარა) ერთად დაკვრა გადაწყვიტეს. მალევე მათ შეუერთდა ლევან მამალაძე (ბას გიტარა).
2009 წლის მიწურულს შეირჩა ბენდის სახელწოდებაც „LOUDspeakers“, ხოლო 2010 წლის 30 იანვარს ამ შემადგენლობით ბენდმა პირველად დაუკრა ცოცხლად.
2010 წლის მაისში ბენდს დათო ცომაია (დასარტყამი ინსტრუმენტები) შემოუერთა და სრული შემადგენლობაც ასე გამოიყურებოდა. ჯგუფის 10 დემო ჩანაწერი კოტე კალანდაძის (Home Studio)-ში გაკეთდა.
2011 წელს გაიმართა ჯგუფის პირველი სოლო კონცერტი, ხოლო ამის შემდეგ LOUDspeakers დატოვა ერთ-ერთმა დამარსებელმა ალექსანდრე დოლიძემ და მისი ადგილი ალექსანდრე წიკლაურმა დაიკავა.
2015 წლის აპრილში ბენდის სადებიუტო ალბომი Lighthouse გამოვიდა.
2017 წელს ჯგუფი დატოვა დათო ცომაია და მისი ადგილი გიორგი ტეცომ დაიკავა.
დღეს LOUDspeakers-ის შემადგენლობა ასეთია: ლევან მამალაძე (ბას გიტარა), ალექსანდრე წიკლაური (კლავიში), გიორგი ტეცო (დასარტყამი ინსტრუმენტები), ლევან ლაუდაძე (ვოკალი, გიტარა).
ჯგუფი 10 წელია არსებობს და ამ დროის მანძილზე რამდენიმე გასვლაც ჰქონდა საქართველოს ფარგლებს გარეთ. ამჯამად ბენდი მეორე სტუდიურ ალბომზე მუშაობს, რომლის გამოსვლა გაზაფხულის ბოლოს იგეგმება.