ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩეხეთის არქიტექტურის ჯილდოს გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილია ჩეხური არქიტექტურის ჯილდოში გამარჯვებული 23 ნამუშევარი. აქ შეგიძლიათ იხილოთ ჩეხეთის რესპუბლიკაში არსებული მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლების პოსტერები, რომლებიც აღდგა და არქიტექტურის განსაკუთრებული ჯილდო მიენიჭა.ნამუშევრები დამთვალიერებელს ცენტრის დირეაქტორმა ივანა ბურსიკოვამ გააცნო.
გამოფენა თბილისში, ჩეხეთის კულტურის ცენტრის მიერ არის ორგანიზებული. ნამუშევრები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ერთი თვის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი.
არქიტექტურის ჯილდო არის საკონკურსო შოუ, რომლის მიზანია არქიტექტორების საქმიანობის პოპულარიზაცია. პროექტები ფასდება არა მხოლოდ ესთეტიკური და ტექნიკური თვისებებით, არამედ ცალკეული ობიექტების შექმნის კონტექსტითაც. წარმოდგენილი გამოფენა ჩეხური არქიტექტურის განახლების ჯილდოს შესახებ არის ჩეხეთის რესპუბლიკის ისტორიის სხვადასხვა პერიოდის ისტორიული ძეგლების განახლების პროექტები, რომლებიც ბოლო შვიდი წლის განმავლობაში შეირჩა.