საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, მოსახლეობის ყველაზე მაღალი მოწონება პატრიარქ ილია მეორეს აქვს (91%). მეორე ადგილზე თბილისის მერი კახა კალაძეა (53%), მას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოსდევს – 52%-ით, მეოთხე ადგილზე პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია 47%-ი, მეხუთე ადგილს კი, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იკავებს – 44%-ით.
გამოკითხულთა 31-31%-ს მოსწონს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ქართული ოცნების დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, 40%-ს ექსპრემიერი გიორგი გახარია, 39%-ს ირაკლი კობახიძე, ხოლო 37%-ს – თეა წულუკიანი.
საველე სამუშაოები IRI-ის დაკვეთით 4-24 მარტს, გამოკითხვისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა ჩაატარა. პირისპირ ინტერვიუების მეთოდით გამოიკითხა 1 486 ხმის უფლებისა და ასაკის მქონე მოქალაქე. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი +/- 2.5%-ია, გამოპასუხების მაჩვენებელი – 64%.