Forbes-მა Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ყოფილი ცოლი, მწერალი მაკენზი სკოტი წლის ყველაზე გავლენიან ქალად დაასახელა.
ჟურნალმა ის რეიტინგის სათავეში ქველმოქმედების გამო მოათავსა. მანამდე, 10 წლის განმავლობაში ყველაზე გავლენიან ქალად Forbes-ი ანგელა მერკელს ასახელებდა. მას შემდეგ, რაც მან გერმანიის კანცლერის თანამდებობა დატოვა, ის სიიდან წაშალეს.
ასეულის მეორე ადგილს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი იკავებს, მას საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორი კრისტინ ლაგარდი (მესამე ადგილი), General Motors-ის გენერალური დირექტორი მერი ბარა (მეოთხე ადგილი) და ბილ გეიტსის ყოფილი მეუღლე მელინდა გეიტსი (მეხუთე ადგილი) მოჰყვებიან.