FIA Rally Star-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ ქუთაისში. საუკეთესო შედეგი ბიჭებში ოთარ ესართიამ და გოგონებში მეგი კორაშვილიმა დააფიქსირა. ეროვნული ჩემპიონატის შესარჩევი ტური „აია არენა“- ზე მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობა 18-დან -27 წლამდე ავტოსპორტის მოყვარულმა 60- მდე ახალგაზრდამ მიიღო. შესარჩევის ფორმატის ფარგლებში მონაწილეებმა მოცემული ტრასა ჩქაროსნული სლალომით 2-ჯერ გაიარეს. ხოლო საუკეთესო 35 მონაწილე კი შესარჩევის მეორე ეტაპზე გადავიდა, სადაც მათ შედარებით რთული მონაკვეთის გავლა მოუწიათ. FIA Rally Star-საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით მიმდინარეობს. ფედერაციის მიერ 1 თვის განმავლობაში 3 შესარჩევი ეტაპი გაიმართა. თითოეულ ეტაპზე გამოვლინდა საუკეთსო 20 ბიჭი და 3 გოგონა. 14 მარტს კი საქართველოს ფინალურ ეტაპზე თბილისში გამოვლინდებიან გამარჯვებულები კონტინენტურ ფინალზე გასამგზავრებლად.
რომელი პროდუქტები გაძვირდა ყველაზე მეტად ივნისში
საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.01%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.0 % შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის მიხედვთ, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის ივნისში,...