FIA Rally Star-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ ქუთაისში. საუკეთესო შედეგი ბიჭებში ოთარ ესართიამ და გოგონებში მეგი კორაშვილიმა დააფიქსირა. ეროვნული ჩემპიონატის შესარჩევი ტური „აია არენა“- ზე მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობა 18-დან -27 წლამდე ავტოსპორტის მოყვარულმა 60- მდე ახალგაზრდამ მიიღო. შესარჩევის ფორმატის ფარგლებში მონაწილეებმა მოცემული ტრასა ჩქაროსნული სლალომით 2-ჯერ გაიარეს. ხოლო საუკეთესო 35 მონაწილე კი შესარჩევის მეორე ეტაპზე გადავიდა, სადაც მათ შედარებით რთული მონაკვეთის გავლა მოუწიათ. FIA Rally Star-საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით მიმდინარეობს. ფედერაციის მიერ 1 თვის განმავლობაში 3 შესარჩევი ეტაპი გაიმართა. თითოეულ ეტაპზე გამოვლინდა საუკეთსო 20 ბიჭი და 3 გოგონა. 14 მარტს კი საქართველოს ფინალურ ეტაპზე თბილისში გამოვლინდებიან გამარჯვებულები კონტინენტურ ფინალზე გასამგზავრებლად.
ექიმი ასახელებს, რომელი დაავადებების სიმპტომია სხეულის შეშუპება
სხეულის შეშუპება, სამედიცინო თვალსაზრისით, არის მდგომარეობა, რომელიც ხდება ორგანიზმში ჭარბი სითხის დაგროვების შედეგად.შეშუპება ჩვეულებრივ შეინიშნება ხელებზე, ფეხებზე, და სახეზე. მაგრამ, ზოგჯერ ვითარდება სხეულის სხვა ნაწილებში. შეშუპება ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის სიმპტომია...










