LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
FDA-მ შიზოფრენიის სამკურნალო მედიკამენტი დაუშვა

FDA-მ შიზოფრენიის სამკურნალო მედიკამენტი დაუშვა

დაპოსტა 2024/10/03-ში
A A
42
ნახვა
გაზიარება

აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ (FDA) შიზოფრენიის სამკურნალო ახალი პრეპარატი დაამტკიცა. Cobenfy-ის სახელწოდების მქონე მედიკამენტი ორ განსხვავებულ წამალს აერთიანებს. ის სხვა ანტიფსიქოტიკებისგან განსხვავებულია და ეს დაავადების ალტერნატიული მკურნალობის საშუალებას იძლევა.

შიზოფრენია დიაგნოზია, რომელსაც ფსიქოზის გარკვეული დონე მოჰყვება. ეს შეიძლება შეიცავდეს ჰალუცინაციებსა და პარანოიას.

ამ სიმპტომების შესამსუბუქებლად შეიძლება დაინიშნოს ანტიფსიქოზური საშუალებები. როგორც წესი, შიზოფრენიის სამკურნალო მეთოდები ფოკუსირებულია დოფამინზე, ტვინში სასიცოცხლო მნიშვნელობის ნეიროტრანსმიტერზე. ფსიქოზის შემთხვევაში, შეიძლება დოფამინის დისბალანსი ხდებოდეს, ამიტომ ანტიფსიქოზური მედიკამენტები მსგავსი ბალანსის დასაბრუნებლადაა შემუშავებული.

თუმცა, ამ ყველაფერს შეიძლება მოჰყვეს უსიამოვნო გვერდითი ეფექტები და ისიც ფაქტია, რომ ასეთი მედიკამენტები ყველაზე არ მოქმედებს. სწორედ ამიტომ, მეცნიერები უფრო ახალი და უკეთესი მედიკამენტების შესამუშავებლად მუშაობენ.

ამ ძალისხმევის ფარგლებში, 2023 წელს, ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აღმოაჩინა, რომ სტანდარტული მედიკამენტები — რომლებსაც ათწლეულების განმავლობაში იყენებდნენ – რეალურად მოქმედებს სრულიად განსხვავებული ტიპის ტვინის უჯრედებზე, ვიდრე ადრე ეგონათ.

„ითვლებოდა, რომ ანტიფსიქოზური პრეპარატები ძირითადად ისეთ ნეირონებზე ზემოქმედებდა, რომლებიც D2 დოფამინის რეცეპტორებს გამოხატავს. რეალურად, ამ ყველაფერს ისეთ ნეირონებზე ჰქონდა ზემოქმედება, რომლებიც D1 დოფამინის რეცეპტორებს გამოხატავს”, — აღნიშნული იყო 2023 წლის კვლევაში.

ახალი მედიკამენტი ქსანომელინისა და ტროსპიუმის ქლორიდის წამლების კომბინაციაა, რომელიც ახლა ბაზარზე Cobenfy-ის სახელით გამოჩნდა. ის რეცეპტორების სხვა კლასზე, ქოლინერგულ რეცეპტორებზეა მიმართული.

„ათწლეულებია შიზოფრენიის სამკურნალო ახალი მიდგომა არ გვქონია. ეს წამალი სწორედ ასეთია, რაც ახალ შესაძლებლობებს აჩენს”, – თქვა დოქტორმა ტიფანი ფარქიონემ, ფსიქიატრიის განყოფილების დირექტორმა.

მედიკამენტის მიღება კაფსულის სახით შეიძლება და ის კომპანია Bristol Myers Squibb-მა შეიმუშავა.

კლინიკურ კვლევებში დადგინდა, რომ პრეპარატი უსაფრთხო და ეფექტიანია. იმ პაციენტებს, რომლებიც მედიკამენტს იღებდნენ სიმპტომები მნიშვნელოვნად შეუმცირდათ. ეს მოხდა სერიოზული გვერდითი ეფექტების გარეშე. მიუხედავად ამისა, იყო გარკვეული გვერდითი ეფექტიც, რომელმაც კუჭისა და მონელების მცირე პრობლემები გააჩინა. ასევე აღნიშნულია, რომ პრეპარატი არ არის რეკომენდებული ღვიძლისა და თირკმელების დაავადებების მქონე ადამიანებისთვის.

აშშ-ში დაახლოებით 2.8 მილიონი ადამიანი შიზოფრენიითაა დაავადებული.

„შიზოფრენიით დაავადებული ადამიანებისთვის რთულია შესაბამისი მკურნალობისთვის მიგნება. მკურნალობის სხვადასხვა ვარიანტების ქონა პაციენტებსა და ჯანდაცვის პროვაიდერებს ახალ ინსტრუმენტს მისცემს. ეს ამ დაავადების სამართავად მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია”, – აღნიშნეს მკვლევრებმა.

გაზიარება17

დაკავშირებული -პოსტები

25 მარტის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
მარტი 25, 2026
0
“ამიერიდან ყველას ახსოვდეს, ნებისმიერი კატეგორიის დანაშაულის მიმართ კანონი მთელი სიმკაცრით იმოქმედებს”  – კობახიძე
ამინდი

25 მარტს, საქართველოს უმეტეს ქალაქში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსები ზოგან მოღრუბლულ ამინდს პროგნოზირებენ, მაღალ მთაში კი მოთოვს. სინოპტიკოსების პროგნოზით, დედაქალაქში +13 გრადუსია ნავარაუდევი.   ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით:   გაგრა...

დაწვრილებითDetails

25 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მარტი 25, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი კამათისა და დაპირისპირების ალბათობა ძალზე დიდია, თქვენი დღევანდელი განწყობა კი სწორედ რომ შესაფერისია ამ ვითარებისთვის, ნებისმიერ მწვავე დაპირისპირებაში, მოიპოვებთ უპირატესობას. კურო დღეს, შესაძლოა, საკუთარი ფიქრების ლაბირინთში ისე დაიბნეთ, რომ...

დაწვრილებითDetails

“ელენე ხოშტარიას მიმართ განაჩენი კიდევ ერთი შემზარავი თავდასხმაა დემოკრატიაზე”- სალომე ზურაბიშვილი

by მეგა TV
მარტი 24, 2026
0
პრეზიდენტი სამძიმრის წერილს აქვეყნებს
მთავარი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „დროას“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიმართ სასამართლო განაჩენს საქართველოში დემოკრატიასა და ფუნდამენტურ უფლებებზე „შემზარავ თავდასხმას” უწოდებს. როგორც ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე წერს, ასე ესმის „რეჟიმს გამოხატვის თავისუფლება“. “პოლიტიკური რეპრესია საქართველოში: ელენე ხოშტარიას, პოლიტიკური...

დაწვრილებითDetails

ნავთობის ფასი კვლავ გაიზარდა – BBC

by მეგა TV
მარტი 24, 2026
0
ნავთობის ფასი კვლავ გაიზარდა – BBC
მთავარი

Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე 100 დოლარს გადააჭარბა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ერთი ბარელი Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი დღეს დილით აზიის ბაზარზე 3.75%-ით გაიზარდა და 103.69 დოლარი შეადგინა,...

დაწვრილებითDetails

18 წელი მიუსაჯეს კაცს, რომელმაც თბილისში 2 პირი ჩაცხრილა

by მეგა TV
მარტი 24, 2026
0
13 წლის გოგოს გაუპატიურების ფაქტზე ბიძას ბრალდება წარუდგინეს
მთავარი

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. მათივე ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 25 მარტისთვის

by მეგა TV
მარტი 24, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7166 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7166 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7223 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

ნახეთ რა თანხა შევიდა ბიუჯეტში კონტროლიორების მიერ გამოწერილი ჯარიმებიდან

by მეგა TV
მარტი 24, 2026
0
ვალდებულია თუ არა მგზავრი ტრანსპორტში ასვლისთანავე შეიძინოს ბილეთი?
მთავარი

კონტროლიორების მიერ გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა 145%-ით გაიზარდა. კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, წელს იანვარ-თებერვალში უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში 556 720 ლარი შევიდა,...

დაწვრილებითDetails

საქართველოში ოქრო მცირედით გაიაფდა – რა ღირს გრამი

by მეგა TV
მარტი 24, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი სტაბილურ მაჩვენებელზეა,.GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 395 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 0.21%-ით კლებას წარმოადგენს. რაც შეეხება ვერცხლს,...

დაწვრილებითDetails

“ყველგან შენ გხედავ” -ნინო მიქელაძეს ახლობლები ემშვიდობებიან

by მეგა TV
მარტი 24, 2026
0
“ყველგან შენ გხედავ” -ნინო მიქელაძეს ახლობლები ემშვიდობებიან
მთავარი

ბათუმში ახალგაზრდა ქალს გლოვობენ . ნინო მიქელაძეს ახლობლები ემშვიდობებიან: ეს რა დილი გაგვითენდა ნინო რატო გამოაკლდი თანაკლასელებს რატო დაგვტოვე ჩვენ ხო ყოველ დღე იმ იმედათ ვიყავით რო შენ დაგვიბრუნდებიდი და...

დაწვრილებითDetails

საჭმლის ინტოქსიკაციით, ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

by მეგა TV
მარტი 24, 2026
0
რუსთავში ერთ-ერთ ქარხანაში ხარაჩო ჩამოიშალა და მუშები მოიყოლა
მთავარი

დაკონსერვებული პროდუქტით გურჯაანის მუნიციპალიტეტში 30  წლის ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა სოფელ კარდენახში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალმა სახლში დამზადებული დაკონსერვებული ბადრიჯანი შეჭამა და თავი შეუძლოდ იგრძნო. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქალი გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"