LIVE TV
სამშაბათი, თებერვალი 24, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

Facebook-ის ანგარიშში ნახსენებია ერთადერთი პოლიტიკური ძალა – „ნაციონალური მოძრაობა“ – მამუკა მდინარაძე

დაპოსტა 2020/05/06-ში
74
ნახვა
გაზიარება

„განსაკუთრებით 2018 წლიდან, საქართველოში დაიწყო სოცქსელების გამოყენება დეზინფორმაციისა და ყალბი კონტენტის შექმნისთვის, რაც უფრო მეტად იყო დაკავშირებული პიარკონსულტანტ ვიტალი შკლიაროვთან. ის იყო „ნაციონალური მოძრაობის რუსი „პიარშიკი“. სიძულვილის ენის გამოყენება და დეზინფორმაციის გავრცელება მისი დაგეგმილი კამპანიის საფირმო ნიშნად აქცია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„სამწუხაროდ, ყველამ ვიცით, რომ დღესაც Facebook-სივრცე გაჯერებულია სიყალბითა და სიძულვილის ენით, თუმცა, თავად Facebook-მა გამოააშკარავა და ოფიციალურად დაადასტურა, საიდან იღებს ეს ყველაფერი სათავეს. მან გამოაქვეყნა განცხადება, სადაც საუბარია Facebook-ის სხვადასხვა ყალბი გვერდებისა და ანგარიშების ჩახსნაზე და მასში, საქართველოს კონტექსტში, ნახსენებია ერთადერთი პოლიტიკური ორგანიზაცია და ესაა „ნაციონალური მოძრაობა“. Facebook-ის განცხადებით, ნაცმოძრაობის ყალბი ანგარიშების სამიზნეს წარმოადგენდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, მმართველი პარტია და კორონავირუსის პანდემიის პირობებში, მთავრობის ძალისხმევა. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როცა ხელისუფლება, მთავრობა, საქართველოს პარლამენტი, მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებს ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, რომ მივაღწიოთ თითოეულ იმ ადამიანამდე, ვისაც ზიანი მიადგა. Facebook-ის განცხადებითვე, ამ კამპანიის უკან მდგომი პირები ცდილობენ საკუთარი ვინაობის დამალვას. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კამპანიაში დიდი ოდენობით თანხა იხარჯებოდა. რასაც Facebook-მა მიაკვლია, საუბარია 100 ათას ლარამდე თანხაზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Facebook-ის ადმინისტრაციამ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებულ პირებთან დაკავშირებული გვერდები და ჯგუფები წაშალა. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაში წერია, Facebook-მა არაავთენტური ქმედებების გამო წაშალა Facebook-ის 23 ანგარიში, 80 გვერდი, 41 ჯგუფი და Instagram-ის 9 ანგარიში. Facebook-ის ადმინისტრაციის განმარტებით, ამ საქმიანობის უკან მყოფი პირები იყენებდნენ ავთენტური და ყალბი ანგარიშების კომბინაციას და მართავდნენ ჯგუფებსა და გვერდებს, რომლებიც თავს ასაღებდნენ საინფორმაციო ორგანიზაციებად.

 

„ფეისბუქმა“ Espersona-სთან დაკავშირებული 511 გვერდი, 101 ანგარიში, 122 ჯგუფი და „ინსტაგრამის“ 56 ანგარიში წაშალა

გაზიარება31

დაკავშირებული -პოსტები

საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად მუშაობა ეკრძალებათ

თებერვალი 22, 2026
172
მთავარი

საქართველოს მთავრობამ შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ დადგენილება გამოსცა. დადგენილება, რომელსაც პრემიერი-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს, 20 თებერვლით თარიღდება. დადგენილება 2026 წლის 1...

დაწვრილებითDetails

გამოვდივართ ინიციატივით, რომ სახელმწიფოში შეიქმნას ფარმაცევტული ქარხანა – ვლადიმერ ბოჟაძე

თებერვალი 19, 2026
44
მთავარი

„ევროპელი სოციალისტები“ გამოვდივართ ინიციატივით, რომ სახელმწიფოში შეიქმნას ფარმაცევტული ქარხანა, რომელიც ხარისხიან, უსაფრთხო, ხელმისაწვდომ მედიკამენტებს გამოუშვებს, - ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების" დეპუტატმა, ვლადიმერ ბოჟაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ინიციატივა არ გულისხმობს სააფთიაქო...

დაწვრილებითDetails

გადაწყვეტილება, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების აკრძალვას ეხება, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია – დიმიტრი ხუნდაძე

თებერვალი 19, 2026
145
მთავარი

გადაწყვეტილება, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების აკრძალვას ეხება, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია და უნდა გადაიხედოს,- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება დადგენილებას, რომლის თანახმად საქართველოში 1-ელი აპრილიდან...

დაწვრილებითDetails

მუნიციპალიტეტები მუშაობენ 1-წლიანი, მოკლევადიანი გეგმებით – კახა გულედანი

თებერვალი 18, 2026
21
მთავარი

კახა გულედანი - პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ვმუშაობთ მუნიციპალიტეტების გრძელვადიანი გეგმების პროექტზე, გრძელვადიანი გეგმების უპირატესობაა ის, რომ უფრო ნათლად არის წარმოჩენილი მუნიციპალიტეტის მიერ დასახული მიზნები კიდევ ერთი პროექტი, რაზეც ვმუშაობთ, გახლავთ მუნიციპალიტეტების...

დაწვრილებითDetails

ბინადრობის ნებართვის მქონე მოქალაქეების 30% რუსეთის მოქალაქეა – ირაკლი კობახიძე

თებერვალი 18, 2026
30
მთავარი

ბინადრობის ნებართვის მქონე მოქალაქეების 30% რუსეთის მოქალაქეა, შემდეგ ადგილზე არიან ინდოეთი და აზერბაიჯანი, უკრაინის მოქალაქეების რაოდენობა 5.9%-ია, ლტოლვილის სტატუსით კი 25 ათასამდე უკრაინელი ცხოვრობს. მეორე ადგილზეა ინდოეთი - 23 ათას...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების მაქსიმალური რაოდენობა 257 ათასს შეადგენს – ირაკლი კობახიძე

თებერვალი 18, 2026
17
მთავარი

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემების თანახმად, საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების მაქსიმალური რაოდენობა 257 ათასს შეადგენს. მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ რაოდენობაში მათ შორის არალეგალი მიგრანტები შედიან. როგორც კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე...

დაწვრილებითDetails

ნარკოტიკული დანაშაული ნამდვილი სენია, რომელიც პრობლემაა ქვეყნისთვის – ირაკლი კობახიძე

თებერვალი 18, 2026
13
მთავარი

ნარკოტიკული დანაშაული არის ნამდვილი სენი, რომელიც პრობლემაა ქვეყნისთვის და ის შედეგები, რომლებიც გვაქვს გასული თვეების განმავლობაში, ნამდვილად გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ გვექნება ხელშესახები, დადებითი ცვლილებები ამ მიმართულებით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში არის სამუშაო ძალის სერიოზული დეფიციტი – ირაკლი კობახიძე

თებერვალი 18, 2026
24
მთავარი

საქართველოში ძალიან ბევრი მიმართულებით არის სამუშაო ძალის სერიოზული დეფიციტი და რომ არა უცხოელი მუშახელი, არაერთი პროექტის გაჩერება იქნებოდა აუცილებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ....

დაწვრილებითDetails

გრანტებთან, პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილავენ

თებერვალი 18, 2026
7
მთავარი

დღეს, პარლამენტი პლენარულ სხდომაზე, მეორე მოსმენით - მუხლობრივად განიხილავს და კენჭს უყრის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლის ამოქმედების შედეგად, გრანტებთან, პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვები და აკრძალვები წესდება. საკანონმდებლო...

დაწვრილებითDetails

“ის, რომ საქართველომ შეინარჩუნა მშვიდობა, განაგრძო სწრაფი ეკონომიკური ზრდა და განიმტკიცა დამოუკიდებლობა ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა”-კობახიძე

თებერვალი 18, 2026
13
მთავარი

ის, რომ ურთულეს პერიოდში, გასული 4 წლის განმავლობაში, საქართველომ შეინარჩუნა მშვიდობა, განაგრძო სწრაფი ეკონომიკური ზრდა და პრინციპულად განიმტკიცა დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, - ამის შესახებ პრემიერი, ირაკლი...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».