LIVE TV
ორშაბათი, სექტემბერი 29, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

EU-სთან უვიზო მიმოსვლა…-ირაკლი კობახიძე მიგრაციაზე

დაპოსტა 2023/02/20-ში
143
ნახვა
გაზიარება

რომ არა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, 2018-21 წლებში საქართველოს დადებითი მიგრაციული სალდო ექნებოდა – აშშ საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებით საკმაოდ მკაცრ სავიზო პოლიტიკას ატარებს – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძე აცხადებს.

მისი თქმით, საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა და ტენდენციები სერიოზულ ყურადღებას საჭიროებს, თუმცა, კობახიძე იქვე აღნიშნავს, რომ ამ თემაზე ჭარბობს სპეკულაციური და უტრირებული განცხადებები, რაც სათანადო პასუხს მოითხოვს.

როდესაც ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა ეკონომიკურად შედარებით სუსტი ქვეყნის მოსახლეობას სავიზო რეჟიმს უმარტივებს, ბუნებრივია, ეს ფაქტი მოსახლეობის გადინებას უწყობს ხელს.

მაგალითისათვის, ევროკავშირში გაწევრიანებისა და უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შემდეგ, ლიეტუვაში მოსახლეობა 600 ათასით – 3,4 მილიონიდან 2,8 მილიონამდე, ხოლო ლატვიაში 400 ათასით – 2,3 მილიონიდან 1,9 მილიონამდე შემცირდა. ამასთან, ქვეყნიდან გასული ლიეტუველებისა და ლატვიელების უდიდესი უმრავლესობა ახალგაზრდები იყვნენ.

ამ ფონზე, საქართველოს მაქსიმალურად ოპტიმალური მონაცემები აქვს. კერძოდ, ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შემდეგ, 2018-21 წლებში, უარყოფითმა მიგრაციულმა სალდომ მხოლოდ 29 ათასი შეადგინა, ანუ 4 წელიწადში ქვეყნიდან მხოლოდ 29 ათასი ადამიანით მეტი გავიდა, ვიდრე შემოვიდა (შედარებისათვის, წინა ხელისუფლების დროს, 2004-12 წლებში, როდესაც საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმით ვერ სარგებლობდნენ, უარყოფითმა მიგრაციულმა სალდომ 221 ათასი შეადგინა).

რომ არა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ 2018-21 წლებში საქართველოს არა უარყოფითი, არამედ დადებითი მიგრაციული სალდო ექნებოდა.

აშშ საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებით საკმაოდ მკაცრ სავიზო პოლიტიკას ატარებს. მაგალითად, 2021 წელს აშშ-მ რუსეთის მოქალაქეების სავიზო განაცხადების 71 პროცენტი, ხოლო საქართველოს მოქალაქეების სავიზო განაცხადების მხოლოდ 37 პროცენტი დააკმაყოფილა. რა თქმა უნდა, ეს გარემოება საქართველოს მოქალაქეებს სერიოზულ დისკომფორტს უქმნის, მათ შორის ადამიანების ნაწილს რისკზე წასვლას და აშშ-ში მექსიკის გავლით გადასვლას აიძულებს. თუმცა, მეორე მხრივ, მკაცრი სავიზო პოლიტიკა საქართველოდან აშშ-ში ქართველების იმიგრაციას არსებითად აფერხებს, რასაც თავისი დადებითი ეფექტიც აქვს. აშშ-ს მიერ სავიზო რეჟიმის შერბილების პირობებში, ბუნებრივია, მიგრაციის სალდო გაუარესდებოდა.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა და ტენდენციები სერიოზულ ყურადღებას საჭიროებს. თუმცა, ამ თემაზე ჭარბობს სპეკულაციური და უტრირებული განცხადებები, რაც სათანადო პასუხს მოითხოვს.

ვინც ქვეყნის დემოგრაფიული ტენდენციების გაუმჯობესებაზე რეალურად ზრუნავს, არა სპეკულაციებით, არამედ შესაბამისი საქმიანი წინადადებების წარდგენით უნდა იყოს დაკავებული”- აცხადებს კობახიძე. 

თეგები: ირაკლი კობახიძეკობახიძე მიგრაციაზემიგრაცია
გაზიარება57

დაკავშირებული -პოსტები

როგორ ბედს წინასწარმეტყველებს დაბადების წლის ბოლო რიცხვი – ასტროლოგების პროგნოზი

სექტემბერი 29, 2025
0
მთავარი

ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაბადების წლის ბოლო ციფრი. ის არის ხუთი ელემენტიდან ერთ-ერთი, რომლის დახმარებითაც ბევრი რამის თქმა შეგიძლია ადამიანის ხასიათზე, მის შესაძლებლობებსა და მომავალზე. 0 და 1...

დაწვრილებითDetails

“ბრალდებული დაზარალებულს შერიგებას სთხოვდა, უარის მიღების შემდეგ კი  ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა”- ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

სექტემბერი 29, 2025
1
მთავარი

ზურაბ ბურდულს, რომელმაც კასპში, ყოფილ მეუღლეს დანით გულ-მკერდის და კისრის არეში ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ამით სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. თავად...

დაწვრილებითDetails

“ბრავო! თქვენი გამარჯვება საუკეთესო ამბავია ევროპისთვის”- სალომე ზურაბიშვილი მაია სანდუს

სექტემბერი 29, 2025
9
მთავარი

ბრავო! მაია სანდუ, თქვენი გამარჯვება საუკეთესო ამბავია ევროპისთვის, დემოკრატიისთვის და ძლიერი პასუხია რუსეთისა და მისი ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „პროევროპული საქართველო თქვენს გვერდით...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს სამი ნიშანი ქალებში, რომლებსაც განსაკუთრებული უნარები აქვთ

სექტემბერი 29, 2025
7
მთავარი

ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს სამი ნიშანი ქალებში, რომლებსაც თანდაყოლილი ჯადოსნური შესაძლებლობები აქვთ. ისინი მაშინვე ვერ აცნობიერებენ, რომ აქვთ ასეთი უნარები, სანამ არ დაიწყებენ ირგვლივ ყველაფრის განადგურებას. მორიელი შენი ჯადოსნური ძალები განსაკუთრებით...

დაწვრილებითDetails

ჯარიმა 1000-დან 3 000 ლარამდე – ოქტომბრიდან ახალი რეგულაციები ამოქმედდება

სექტემბერი 29, 2025
313
მთავარი

2025 წლის 1-ელი ოქტომბრიდან იმ უცხოელებისთვის, რომელთაც საქართველოში ყოფნის წესები დაარღვიეს, კანონი მკაცრდება. მარტივდება ქვეყნიდან გაძევება და ასევე იზრდება ჯარიმების მოცულობაც. უფრო კონკრეტულად, 1-ელი ოქტომბრიდან, თუ უცხოელმა დაარღვია ქვეყანაში ყოფნის...

დაწვრილებითDetails

ლაგოდეხში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

სექტემბერი 29, 2025
8
მთავარი

ლაგოდეხში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ადგილზე მობილიზებულია ათეულობით მძიმე ტექნიკა. ადიდებულ მდინარეებზე ნაპირსამაგრი ჯებირები ეწყობა. დროებითი საყრდენით ამოავსეს დაზიანებული ხიდი და ამ დროისთვის სოფელ ბაისუბანთან სამანქანე მოძრაობა აღდგენილია. ზარალის ზუსტ...

დაწვრილებითDetails

29 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

სექტემბერი 29, 2025
371
მთავარი

ვერძი დღე ხელსაყრელია კარიერული წინსვლისთვის. თამამად გამოხატეთ იდეები და იმოქმედეთ რწმენით. კურო ფინანსურ საკითხებში სიფრთხილეა საჭირო. კარგი დროა ოჯახურ გარემოში მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად. ტყუპები კომუნიკაცია და ახალი კონტაქტები წარმატების...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვნები, რომლებიც, არსებული ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს თავისუფლები არიან

სექტემბერი 27, 2025
63
epa04846467 Barded wire of the border between the Georgian breakaway region of South Ossetia and Georgia in the village of Khurvaleti, some 60 kms from Tbilisi, Georgia, 14 July 2015. According to media reports, protesters came out in protest against what they called 'creeping annexation' after Russia border guards allegedly altered border markings, encroaching on Georgian territory.  EPA/ZURAB KURTSIKIDZE
მთავარი

არასრულწლოვნები, რომლებიც, არსებული ინფორმაციით, სოფელ თამარაშენთან რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს, უკვე თავისუფლები არიან.   ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.   „ბავშვები ჩვენთან და უსაფრთხოდ არიან“, –...

დაწვრილებითDetails

28-29 სექტემბერს ქუთაისიდან იზღუდება მოძრაობა- ნახეთ დეტალები

სექტემბერი 27, 2025
3.6k
მთავარი

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მე-7 კმ-ზე (სოფ. გუმათი) მიწის ვაკისის აღდგენის მიზნით ჩასატარებელი სამუშაოების გამო, 28 სექტემბრის 09:00 სათიდან – 29...

დაწვრილებითDetails

” მხოლოდ ის შეძლებს იყოს ქრისტიანი, ვინც თავის ჯვარს აიღებს და ქრისტეს შეუდგება ” – მეუფე შიო

სექტემბერი 27, 2025
33
x
მთავარი

მხოლოდ ის შეძლებს იყოს ქრისტიანი, ვინც თავის ჯვარს აიღებს და ქრისტეს შეუდგება. ეს ჯვარი არის ღვთისა და ადამიანის თავგანწირული სიყვარულის ჯვარი, რადგან სხვანაირი სიყვარული არც არსებობს, ნამდვილი სიყვარული მხოლოდ თავგანწირვას გულისხმობს,-...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».