LIVE TV
კვირა, თებერვალი 22, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

EBRD-ისა და ADB-ის პრეზიდენტებმა გიორგი გახარიასთან ვიდეოკონფერენციისას დაადასტურეს მზაობა, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მაღალი ტემპის დაბრუნებაში დაეხმარონ

დაპოსტა 2020/04/09-ში
67
ნახვა
გაზიარება

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტებთან ვიდეოკონფერენცია გამართა იმ შესაძლო დახმარებასა და  ფინანსურ რესურსებთან დაკავშირებით, რომელსაც ისინი საქართველოს გლობალური პანდემიის გამოწვევებიდან გამომდინარე გამოუყოფენ.

ვიდეოკონფერენციისას ყურადღება გამახვილდა მსოფლიოში COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეულ ეკონომიკურ პრობლემებზე. განსაკუთრებით აღინიშნა EBRD-ისა და ADB-ის მიერ საქართველოს კერძო სექტორისთვის, ქართული ბანკებისა და სხვა ბიზნესსუბიექტებისთვის გამოყოფილი დაფინანსება.

 

მხარეებმა ასევე განიხილეს პოსტკრიზისული ზომები და დახმარება, რომელიც შეიძლება საქართველომ საფინანსო ინსტიტუტებიდან მიიღოს, რათა მთავრობამ შემდგომშიც შეძლოს იმ სახელმწიფო დაფინანსების პროგრამების გაგრძელება, რომლებიც დღესაც ხორციელდება მოქალაქეებისა და კერძო ბიზნესის მხარდასაჭერად.

აღინიშნა, რომ სამთავრობო გუნდი აქტიურად მუშაობს როგორც EBRD-ისა და ADB-ის ადგილობრივ წარმომადგენლებთან, ისე სათავო ოფისებთან, რათა ერთობლივად შემუშავდეს იმ ღონისძიებათა პაკეტი, რომელიც მიზნობრივად ორიენტირებული იქნება მიმდინარე  გამოწვევებთან გამკლავებაზე.

 

საფინანსო ინსტიტუტების პრეზიდენტების შეფასებით, ის ფაქტი, რომ საქართველო კრიზისს წარმატებით უმკლავდება, იძლევა საფუძველს ითქვას, რომ ქვეყანა ძალიან სწრაფად დაიბრუნებს ეკონომიკური განვითარების იმ ტემპსა და პოზიციებს,  რომელიც ქვეყანას 2020 წლის დასაწყისში ჰქონდა. სუმა ჩაკრაბარტიმ და მასაცუგუ ასაკავამ დაადასტურეს მზადყოფნა ამ მიმართულებით საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის.

ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა, რომ EBRD-ი და ADB-ი  საქართველოსთვის ძალიან ძლიერი და სერიოზული პარტნიორები არიან. აღინიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა და აზიის განვითარების ბანკმა საქართველოში ასობით მილიონი დოლარის ღირებულების უმნიშვნელოვანესი პროექტები დააფინანდსა, მათ შორის ინფრასტრუქტურის ნაწილში. აღინიშნა, რომ მათ მიერ დაფინანსებული ყველა მსხვილი, სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტი, კრიზისის მიუხედავად, დღესაც განხორციელების აქტიურ ფაზაშია.

 

მთავრობის მეთაურმა EBRD-ს და ADB-ს აქტიური თანამშრომლობისა და საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ვიდეოკონფერენციაში საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი მონაწილეობდნენ.

 

თეგები: AZIIS GANVItAREBIS FONDIPREMIERI
გაზიარება29

დაკავშირებული -პოსტები

ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა

თებერვალი 22, 2026
0
მთავარი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი ემსხვერპლა.   უბედური შემთხვევა სოფელ მელაანში გვიან ღამით მოხდა.   ადგილობრივების თქმით, მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც 5 ადამიანი იმყოფებოდა, შეჯახების შედეგად...

დაწვრილებითDetails

პროდუქციით წყენის არც ერთი შემთხვევა არ არსებობს- დაკავებული ბიზნესმენის ადვოკატი

თებერვალი 21, 2026
79
მთავარი

შესაძლებელია ცალკეულ დაზიანებულ პროდუქციაზე იყოს საუბარი, თუმცა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ ეთანხმება იმ სურათს, რომ საშინელ მომწამვლელ ნივთიერებებს აწარმოებდა, - ამის შესახებ  დაკავებული ბიზნესმენის, „კულასა“ და „ბატონოს“ დამფუძნებლის, ივანე...

დაწვრილებითDetails

“50%-ზე მეტი დილერების უმუშევარი დარჩება”-ავტოიმპორტიორებმა და ავტოდილერებმა საპროტესტო აქცია გამართეს

თებერვალი 21, 2026
63
მთავარი

რუსთავის ავტობაზრობის მიმდებარედ, ავტოიმპორტიორებმა და ავტოდილერებმა საპროტესტო აქცია გამართეს. პროტესტანტები ეწინააღმდეგებიან მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად 1-ელი აპრილიდან 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების იმპორტი აიკრძალება. ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლის...

დაწვრილებითDetails

საქართველო საერთაშორისო რუკიდან გამქრალია – სალომე ზურაბიშვილი

თებერვალი 21, 2026
81
მთავარი

საქართველო საერთაშორისო რუკიდან გამქრალია - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Monocle Radio-სთან ინტერვიუში განაცხადა. როგორც ზურაბიშვილი ამბობს, რუკის გარეთ დარჩენა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ საქართველოს ისტორიული როლის დაკარგვას ნიშნავს. ზურაბიშვილმა...

დაწვრილებითDetails

ბაიკალის ტბაში ტურისტების ავტობუსი ჩავარდა- დაიღუპა ყველა მგზავრი

თებერვალი 21, 2026
240
მთავარი

რუსეთში, ბაიკალის ტბაში ჩინელი ტურისტების ავტობუსი ჩავარდა. როგორც მედია წერს, შემთხვევის შედეგად ავტობუსის მძღოლი და ტრანსპორტში მყოფი შვიდივე ტურისტი დაიღუპნენ. გავრცელებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევის მომენტში ავტობუსი გაყინულ ტბაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც...

დაწვრილებითDetails

საქართველოში 3.3(ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა დაფიქსირდა

თებერვალი 21, 2026
297
მთავარი

#მიწისძვრა #პირველადიინფორმაცია დღეს თბილისის დროით 16:23-ზე ქალაქი დმანისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 3 კმ-ში, სოფელ ვაკეში მოხდა 3.3(ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: ies.iliauni.edu.ge

დაწვრილებითDetails

“ნახევარზე მეტი ფოთი ზღვის ფსკერზეა”- ნინო ჩხობაძე

თებერვალი 21, 2026
473
მთავარი

„დღეს ნახევარზე მეტი ფოთი არის ზღვის ფსკერზე - ეს არის ის, რაც მოხდა ჭაობის დაშრობის შედეგად; იგივე ემუქრება ზღვისპირა ტერიტორიების ნაწილს“, - ამის შესახებ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ „საქართველოს...

დაწვრილებითDetails

“ვერ ვიჯერებ ღმერთო..”- სამეგრელოში ახალგაზრდა მამაკცს გლოვობენ

თებერვალი 21, 2026
737
მთავარი

ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების შესახებ, სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. გარდაცვლილი ახალგაზრდა კოკა გედენიძეა. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად თრომბი სახელდება. გარდაცვლილს მეუღლე, დედა და შვილი დარჩა. "ვაიმე, რატომ კოკა?... რა ეშველება დედას,...

დაწვრილებითDetails

ჩხოროწყუში მამა-შვილს გლოვობენ

თებერვალი 21, 2026
123
მთავარი

ჩხოროწყუში, სოფელ ხაბუმეში მამა-შვილს გლოვობენ. “სოფელში უმძიმესი ტრაგედია ტრიალებს… ოჯახში ორი მიცვალებული ასვენია… გარდაცვლილები- ჯუმბერ და ირაკლი ჯალაღონიები არიან,“ – გვეუბნება ერთ-ერთი ადგილობრივი. ინფორმაციას ადასტურებს მერის წარმომაგდენელიც. როგორც ნესტან ქარჩავა...

დაწვრილებითDetails

ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრი რამდენიმე მსახიობმა დატოვა

თებერვალი 21, 2026
78
მთავარი

ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრი კიდევ რამდენიმე მსახიობმა დატოვა. არსებული ინფორმაციით, თეატრიდან წავიდნენ დავით ბეშიტაიშვილი, ანასტასია ჭანტურია, მანუ თავაძე და ლუკა ჯაფარიძე. მანამდე, თეატრის დატოვების შესახებ განაცხადეს...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».