ააიპ “იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია” საშობაო ღონისძიებებთან დაკავშირებით 48 000-ლარიან ტენდერს (NAT240025253) აცხადებს.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, საშობაო ღონისძიებების ფარგლებში საკონცერტო სცენის, გადახურვით, განათებით, ლედეკრანით და გახმოვანებით უზრუნველყოფა უნდა მოახდინოს.
მომსახურების გაწევის ადგილი ქუთაისის აღმაშენებლის მოედანია.
დაინტერესებულ კომპანიებს ტენდერში მონაწილეობის შესაძლებლობა 26 დეკემბრამდე აქვთ.