LIVE TV
შაბათი, თებერვალი 21, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

COVID 19 -თან დაკავშირებული რეკომენდაციები სატრანსპორტო სექტორისთვის

დაპოსტა 2020/03/29-ში
128
ნახვა
გაზიარება

პერსონალი არ უნდა გამოცხადდეს სამუშაო ადგილზე იმ შემთხვევაში, თუ:
 მათ დატოვეს ვირუსის გავრცელების ქვეყნები ბოლო 14 დღის განმავლობაში;
 ბოლო 14 დღის განმავლობაში მჭიდრო კონტაქტში იმყოფებოდნენ
კორონავირუსის მატარებელ პირთან/პირებთან (მათ უნდა გაიარონ
თვითიზოლაცია/კარანტინი შესაბამისად დადგენილი წესით);
 აღენიშნებათ რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები
(ხველა, ტემპერატურა, ცემინება, სუთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ.);
 მიეკუთვნებიან COVID-19-ით დაინფიცირებისა და გართულებების მაღალი
რისკის მქონეებს: 70 წელს გადაცილებული, აგრეთვე, ქრონიკული დაავადებების (გულსისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, ბრონქული ასთმა და სასუნთქი ორგანოების სხვა
დაავადებები) მქონე პირები.
დამსაქმებლის ვალდებულებები
 სამუშაოს დაწყების წინ გაკონტროლოს პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა;
 მიუხედავად იმისა, არის თუ არა გამოვლენილი ინფექციის შემთხვევა, შეიმუშაოს საგანგებო
სიტუაციაში სამოქმედო გეგმა, რაც ხელს შეუწყობს ავადმყოფობის გამო გაცდენილი სამუშაო
დღეების შემცირებას, გამოვლენის შემთხვევაში კი – გავრცელების პრევენციას;
 უზრუნველყოს თანამშრომლები ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (რესპირატორი,
საჭიროების შემთხვევაში ხელთათმანი, სახის ფარი და შესაბამისი სათვალე);
 სატრანსპორტო საშუალებებში გამოაკრას განცხადებები (არსებობის შემთხვევაში მონიტორებზე)
COVID-19-ის შესახებ და იმ პრევენციული ღონისძიებების შესახებ, რომელიც საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ არის
განსაზღვრული;
 ყველა თანამშრომელსა და დასუფთავებაზე პასუხისმგებელ პერსონალს მიაწოდოს ინფორმაცია
შესაბამისი პრევენციული პროცედურების შესახებ, რათა თავიდან იქნეს აცილებული
კორონავირუსის გავრცელება სამუშაო გარემოში;
 თანამშრომლებისთვის უზრუნველყოს ხელის დაბანის შესაძლებლობა, შესაბამისი საპნითა და სხვა
ჰიგიენური საშუალებებით. ხელის დაბანის შეუძლებლობის შემთხვევაში, გამოყენებულ უნდა
იქნეს, სულ მცირე, 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის გამწმენდი სითხე;
 დაატრენინგოს თანამშრომლები ინდივიდუალური დაცვის საშუალებებისა და ჰიგიენური
საშუალებების სწორად გამოყენებასა და შემდგომში მის შენახვა/მოცილებაზე;
 დარწმუნდეს, რომ დასაქმებულებს აქვთ წვდომა ხელის ჰიგიენურ საშუალებებთან და იციან მათი
სწორად გამოყენება;
 თვალსაჩინო ადგილას განათავსოს ხელის ჰიგიენური საშუალებების სწორად მოხმარების წესები;
 პერიოდულად, დღეში რამდენჯერმე, უზრუნველყოს დახურული სივრცეების ბუნებრივი
ვენტილაცია;
 გარკვეული პერიოდულობით მოახდინოს ხშირად გამოყენებული სამუშაო აღჭურვილობისა და
სამუშაო ადგილების დეზინფექცია, სატრანსპორტო საშუალებების შიგნით არსებული ინვენტარის
სანიტარული დამუშავება ყოველი შესრულებული სამარშუტო ხაზის შემდგომ;
 უზრუნველყოს დასაქმებულებისა და მგზავრებისთვის გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა
თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება;
 უზრუნველყოს გამოყენებული ჰიგიენური საშუალებების დროული გატანა შესაბამისი
პირის/სამსახურის მიერ;
 მოაწყოს დროებითი დამცავი გამჭვირვალე ბარიერი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის
კაბინასთან;
 შეიმუშაოს იმ პირთა დაუყოვნებელი იზოლაციის პოლიტიკა და პროცედურები, რომელთაც COVID19-ის ნიშნები და/ან სიმპტომები გააჩნიათ და ტრეინინგები ჩაუტაროს თანამშრომლებს აღნიშნულის
განხოციელებაში.
3
დასაქმებულთა ვალდებულებები
ხელის ჰიგიენის რეგულარულად და საფუძვლიანად შესრულება წარმოადგენს
უმეტესი ვირუსისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებას.
შესაბამისად, აუცილებელია სამუშაო ადგილზე განახორციელოთ შემდეგი
ღონისძიებები:
 დაიცავით ჰიგიენის წესები თქვენს სამუშაო ადგილზე;
 სამუშაო პროცესი განახორციელეთ დამსაქმებლის/შრომის უსაფრთხოების მენეჯერის მიერ
განსაზღვრული საგანგებო სიტუაციებში სამოქმედო გეგმის შესაბამისად;
 სამუშაოს შესრულებისას გამოიყენეთ სრულად ის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები,
რომელსაც გაწვდით დამსაქმებელი;
 სამუშაოს დაწყებამდე და მიმდინაეობისას გამოიყენეთ სადეზინფექციო საშუალებები სამუშაო
ადგილებისა და ხელსაწყოების დასუფთავებისთვის;
 საკვების მიღებამდე და მიღების შემდეგ, საპირფარეშოში შესვლის და გამოსვლის შემდეგ
საფუძვლიანად დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით;
 გამოიყენეთ სპირტის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებები იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ
ხელების დაბანასა და გაშრობას;
 დაიცავით უსაფრთხო დისტანცია (არანაკლებ 2 მ-სა);
 დახველების და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა
ხელსახოცი ან იდაყვი. გამოყენებული ერთჯერადი
ხელსახოცი კი მოათავსეთ ურნაში;
 მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე

თეგები: სატრანსპორტო საშუალებები
გაზიარება51

დაკავშირებული -პოსტები

საქართველოში 3.3(ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა დაფიქსირდა

თებერვალი 21, 2026
170
მთავარი

#მიწისძვრა #პირველადიინფორმაცია დღეს თბილისის დროით 16:23-ზე ქალაქი დმანისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 3 კმ-ში, სოფელ ვაკეში მოხდა 3.3(ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: ies.iliauni.edu.ge

დაწვრილებითDetails

“ნახევარზე მეტი ფოთი ზღვის ფსკერზეა”- ნინო ჩხობაძე

თებერვალი 21, 2026
84
მთავარი

„დღეს ნახევარზე მეტი ფოთი არის ზღვის ფსკერზე - ეს არის ის, რაც მოხდა ჭაობის დაშრობის შედეგად; იგივე ემუქრება ზღვისპირა ტერიტორიების ნაწილს“, - ამის შესახებ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ „საქართველოს...

დაწვრილებითDetails

“ვერ ვიჯერებ ღმერთო..”- სამეგრელოში ახალგაზრდა მამაკცს გლოვობენ

თებერვალი 21, 2026
190
მთავარი

ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების შესახებ, სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. გარდაცვლილი ახალგაზრდა კოკა გედენიძეა. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად თრომბი სახელდება. გარდაცვლილს მეუღლე, დედა და შვილი დარჩა. "ვაიმე, რატომ კოკა?... რა ეშველება დედას,...

დაწვრილებითDetails

ჩხოროწყუში მამა-შვილს გლოვობენ

თებერვალი 21, 2026
63
მთავარი

ჩხოროწყუში, სოფელ ხაბუმეში მამა-შვილს გლოვობენ. “სოფელში უმძიმესი ტრაგედია ტრიალებს… ოჯახში ორი მიცვალებული ასვენია… გარდაცვლილები- ჯუმბერ და ირაკლი ჯალაღონიები არიან,“ – გვეუბნება ერთ-ერთი ადგილობრივი. ინფორმაციას ადასტურებს მერის წარმომაგდენელიც. როგორც ნესტან ქარჩავა...

დაწვრილებითDetails

ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრი რამდენიმე მსახიობმა დატოვა

თებერვალი 21, 2026
60
მთავარი

ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრი კიდევ რამდენიმე მსახიობმა დატოვა. არსებული ინფორმაციით, თეატრიდან წავიდნენ დავით ბეშიტაიშვილი, ანასტასია ჭანტურია, მანუ თავაძე და ლუკა ჯაფარიძე. მანამდე, თეატრის დატოვების შესახებ განაცხადეს...

დაწვრილებითDetails

სასამართლომ „წინასწარი პატიმრობა“ შეუფარდა კომპანიების „კულას“ და „ბატონოს“ დირექტორს

თებერვალი 21, 2026
73
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ „წინასწარი პატიმრობა“ შეუფარდა კომპანიების, „კულას“ და „ბატონოს“ დირექტორს, ივანე (ვანო) გოგლიძეს - მას „ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღებას“ ედავებიან. ბრალდება „ბატონოს“ პროდუქციას ეხება. „ბატონოსაც“ და „კულასაც“ ერთი მფლობელი...

დაწვრილებითDetails

პასპორტების საკითხზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო განცხადებას ავრცელებს

თებერვალი 21, 2026
300
მთავარი

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ახალ პასპორტებში არსებული ხარვეზის გამო ათობით საქართველოს მოქალაქე საზღვრიდან მოაბრუნეს. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება, მსგავსი რისკები პასპორტების ხარისხთან დაკავშირებით...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში, ბაღდათსა და ვანში 3 პირი დააკავეს

თებერვალი 21, 2026
1.4k
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, სხვადასხვა დროს ქუთაისში, ბაღდათსა და ვანში 3 პირი დააკავეს. პოლიციამ დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი...

დაწვრილებითDetails

ცნობილი იტალიელი დიზაინერის შვილი საქართველოში ტრაგიკულად დაიღუპა

თებერვალი 21, 2026
421
მთავარი

საქართველოში მომხდარმა ტრაგიკულმა უბედურმა შემთხვევამ  20 წლის ტურინელი პიეტრო ბალარინის სიცოცხლე შეიწირა. ახალგაზრდა მამაკაცი მეგობრებთან ერთად თხილამურებით სრიალისას მთაში დაეცა და გარდაიცვალა. პიეტრო ბალარინი ცნობილი იტალიელი მეწარმის, ლუკა ბალარინის ვაჟი...

დაწვრილებითDetails

“ბიჭი პირჯვარს იწერდა. ღმერთმა გადაარჩინა”- რა საფრთხეზე წერენ მოქალაქეები ქუთაისში

თებერვალი 21, 2026
600
მთავარი

"გუშინ 17. 30წთ-ზე გამოვედი სამსახურიდან. სახლში წასვლას ვაპირებდი, მაგრამ შევედი მუზეუმის წინ მდებარე სალონში. უცებ ჩამონგრევის ხმა მოგვესმა . ერთი ახალგაზრდა ბიჭი პირჯვარს იწერდა. ღმერთმა გადაარჩინა, ოდნავ ასცდა კარნიზის ეკლარის...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».