“კურიერის” ინფორმაციით, წალენჯიხელი ოჯახი, სადაც სტუმრად ინფიცირებული სპორტსმენი იმყოფებოდა, კარანტინშია გადაყვნილი. ოჯახის ოთხივე წევრი, სავარაუდოდ, ანაკლიის საკარანტინე ზონაში მოათავსეს.
ეპიდემიოლოგებიი სპორტსმენის კონტაქტებს იკვლევენ. ახალგაზრდა მამაკაცი თანმხლებ პირთან ერთად წალენჯიხის სოფელ ლიაში 28 მარტიდან ოთხი დღის განმავლობაში იმყოფებოდა და არაერთ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.
“კურიერის” ინფორმაციით, სპორტსმენის წალენჯიხაში სტუმრობისას მასპინძლის ოჯახში სუფრაც გაიშალა. ეპიდემიოლოგები სპორტსმენის კონტაქტების მოძიება ჩხოროწყუსა და ზუგდიდშიც მიმდინარეობს.
rustavi2.ge