პრეზიდენტობის „დემოკრატი“ კანდიდატი ჯო ბაიდენი მოქმედ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, პენსილვანიის შტატში 5 587 ხმით უსწრებს, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, შტატში, ჯო ბაიდენს, საერთო ჯამში, 3 295 304 ხმა აქვს, დონალდ ტრამპს კი – 3 289 717.
CNN-ი განმარტავს, რომ პენსილვანიისა და ჯორჯიას შტატებში გამარჯვების გარეშე მოქმედი პრეზიდენტი არჩევნებს ვერ მოიგებს, თუმცა ჯერჯერობით საბოლოო შეფასების გაკეთებისგან თავშეკავება სჯობს, ვინაიდან ხმების დათვლა არ დასრულებულა.










