მსოფლიო

79 ქართველი მოსწავლე, რომელიც ამერიკაში იმყოფებოდა, საქართველოშია

79 ქართველი მოსწავლე, რომელიც ამერიკაში იმყოფებოდა, უკვე საქართველოშია. მათი დაბრუნება შესაძლებელი გახდა საქართველოსა და აშშ - ის მთავრობათა თანამშრომლობის შედეგად. მოსწავლეების ყატარის დედაქალაქ დოჰაში ჩაყვანა ამერიკულმა მხარემ, ხოლო დოჰადან სპეცრეისით თბილისამდე, საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო. ქართველ მოსწავლეებთან ერთად თბილისში ჩამოვიდა 35 მოსწავლე სომხეთიდან, რომელიც ქართველ თანატოლებთან ერთად ამერიკაში იმყოფებოდა. მოსწავლეებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიარეს სავალდებულო თერმოსკრინინგი და შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით ავტობუსებით, ჭადრაკული განლაგებით, განთავსდნენ თბილისსა და კახეთში არსებულ ორ საკარანტინო ზონაში, სადაც ისინი 14 დღეს დაჰყოფენ და შემდეგ დაუბრუნდებიან ოჯახებს. კარანტინის დროს, მოსწავლეები უზრუნველყოფილნი იქნებიან სამჯერადი კვებით და ექიმის 24-საათიანი მეთვალყურეობით, ხოლო უშუალოდ საკარანტინო ზონებს პოლიციის თანამშრომლები დაიცავენ. რაც შეეხება მოსწავლეებს სომხეთიდან, ისინი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სომხეთში გაემგზავრნენ. კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და მთავრობის შესაბამისი დადგენილებით, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ამ დროისთვის, საქართველოს მასშტაბით, 86 სასტუმროში საკარანტინო სივრცეების მოწყობას გაუწია ორგანიზება. აღსანიშნავია, რომ  საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ განსაზღვრა ახალი, დამატებითი რეისები ევროპისა და აზიის სხვა ქალაქებიდან, საიდანაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას შეძლებენ.  

დაწვრილებითDetails

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრიკლინიკას ტოვებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კლინიკას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. კორონავირუსით ინფიცირებული პრემიერი თავს კარგად გრძობს, თუმცა უფლებამოსილების...

დაწვრილებითDetails

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით , შშ-ის ისტორიაში, პირველად, ყველა შტატი  ერთდროულად მოექცა უბედურების ზონის ფარგლებში. თეთრი სახლის ინფორმაციით, უბედურების...

დაწვრილებითDetails

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა რეანიმაციის დატოვების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა რეანიმაციის დატოვების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა და მედიკოსებს სიცოცხლის შენარჩუნებისთვის მადლობა გადაუხადა. „მედიკოსების მიმართ მადლობის სათანადოდ...

დაწვრილებითDetails

პაპმა მორწმუნეებს რომის წმინდა პეტრეს ტაძრიდან მიმართა

სააღდგომო რიტუალს რომში წელს განსაკუთრებულად მცირე,  რამდენიმე ათეული ადამიანი დაესწრო, ისინი  ძირითადად სასულიერო პირები იყვნენ. პაპმა მორწმუნეებს რომის წმინდა პეტრეს...

დაწვრილებითDetails

შეზღუდვების ნაადრევად მოხსნამ, შესაძლოა, სიკვდილიანობის მაჩვენებლის ხელახალი ზრდა გამოიწვიოს – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადჰანომ გებრეისუსი ქვეყნებს კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების მოხსნისას სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ამ...

დაწვრილებითDetails

ზამთარი წავიდა, გაზაფხული დადგა – 1 000 დრონის შოუ ჩინეთში (+ვიდეო)

ჩენეთში, შენჟენის ცაზე 1 000 დრონი უჰანში, კორონავირუსისგან გამოწვეული 76 დღიანი კარანტინის დასრულების აღსანიშნად გამოჩდა.  დრონები სხვადასხვა მოდელიერების საშუალებით კორონავირუსთან...

დაწვრილებითDetails

სად ემზადებიან გიგანტური აზიური კრაზანების შემოსევისთვის (+ვიდეო)

დიდ ბრიტანეთში გიგანტური აზიური კრაზანების შემოსევისთვის ემზადებიან. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Mirror-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, კრაზანას ერთი კბენა ალერგიის მქონე...

დაწვრილებითDetails

როგორ კრძალავენ კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს (+ვიდეო)

BBC-ი კადრებს ავრცელებს, სადაც ჩანს, როგორ ხდება ნიუ-იორკში კორონავირუსით გარდაცვლილების მასობრივი დასაფლავება. ჰერმეტულ კოსტიუმებში ჩაცმული მუშები, უზარმაზარ ორმოში ჩაწყობილ კუბოებს...

დაწვრილებითDetails

101 წლის ბრიტანელმა კაცმა კორონავირუსი დაამარცხა

101 წლის ბრიტანელმა კაცმა კორონავირუსი დაამარცხა. ის დაავადებას ორი კვირის განმავლობაში მკურნალობდა და მიიჩნევა ყველაზე უხუცეს პაციენტად, რომელმაც ეს ვირუსი...

დაწვრილებითDetails
Page 334 of 377 1 333 334 335 377

კატეგორიები