24 თებერვალს 2 წელი გავიდა უკრაინაში ომის დაწყებიდან. კიდევ ერთხელ ვუცხადებ სოლიდარობას ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელიც რუსეთის სამხედრო აგრესიისა და უდიდესი უსამართლობის მსხვერპლად იქცა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-ინისტრმა კიდევ ერთხელ გამოუცხადა სოლიდარობა უკრაინელ ხალხს და კიდევ ერთხელ უსურვა მშვიდობა, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. “გავიხსენეთ საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ გმირულად მებრძოლი და დაღუპული იუნკერები, ახალგაზრდა ბიჭები, ახალგაზრდა გოგოები, რომლებმაც დაგვიტოვეს პატრიოტიზმის, სამშობლოს სიყვარულის და სამშობლოსთვის თავგანწირვის განსაკუთრებული მაგალითი. კიდევ ერთხელ მივაგებ პატივს მათ ხსოვნას. 24 თებერვალს 2 წელი გავიდა უკრაინაში ომის დაწყებიდან. კიდევ ერთხელ ვუცხადებ სოლიდარობას ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელიც რუსეთის სამხედრო აგრესიისა და უდიდესი უსამართლობის მსხვერპლად იქცა. დაიღუპა ძალიან ბევრი უკრაინელი სამხედრო და სამოქალაქო პირი, მათ შორის ასობით ბავშვი. დევნილად ან ლტოლვილად იქცა 10 მილიონზე მეტი უკრაინელი, რომელთა უდიდესი უმრავლესობა ქალები და ბავშვები არიან. განადგურდა უკრაინის ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა, დღეს ოკუპაციის ქვეშაა ორნახევარჯერ მეტი ტერიტორია, ვიდრე რუსეთს ომის დაწყებამდე ჰქონდა ოკუპირებული. ეს ყველაფერი შეგვახსენებს, თუ რამდენად დიდია მშვიდობის ფასი. ამ ორი წლის მანძილზე ჩვენც გადავიტანეთ ერთგვარი ომი. ეს იყო ომი რადიკალური ოპოზიციის და მისი მეგობრების წინააღმდეგ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის. მადლობა ღმერთს ამ ურთულეს ომში გაიმარჯვა სახელმწიფომ, გაიმარჯვა ხელისუფლებამ და ჩვენს ქვეყანას დღეს აქვს მშვიდობა, რომელიც საფუძველს ქმნის ჩვენი ქვეყნის შემდგომი წინსვლისთვის, შემდგომი განვითარებისთვის....
დაწვრილებითDetails2 წელი უკრაინის ომიდან - პროტესტი ქუთაისში - 24 თებერვალს 18:00 საათზე, ცენტრალურ მოედანზე სოლიდარობის აქცია გაიმართება "ვიკრიბებით 24 თებერვალს...
დაწვრილებითDetailsრუსმა ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. რუსული დაბომბვის შედეგად...
დაწვრილებითDetailsუკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს შვეიცარიის ქალაქ დავოსში ჩავა, სადაც მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას და ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს. შესაძლოა,...
დაწვრილებითDetailsამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მხარს უჭერს კანონპროექტს, რომელიც აშშ-ს შესაძლებლობას მისცემს რუსეთისთვის გაყინული აქტივები უკრაინას გადასცეს, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg...
დაწვრილებითDetailsრამდენიმე წუთია ძალაში შევიდა ე.წ. საშობაო ზავი - 36 საათის განმავლობაში ოკუპანტებმა უკრაინაში ცეცხლი არ უნდა გახსნან. ყოველი შემთხვევისთვის, ასეთია...
დაწვრილებითDetailsუკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, მიხეილ თევდორაძე გამთენიისას სამშობლოში ჩამოასვენეს. ცხედარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაღუპულის ოჯახის წევრები, ახლობლები და რიგითი მოქალაქეები...
დაწვრილებითDetailsუკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი, რიგით 24 წლის ალექსანდრე მარტიაშვილია. ინფორმაციას ადასტურებენ უკრაინაში მყოფი ქართველები. ის უკვე 22-ე სამხედროა, რომელიც უკრაინაში...
დაწვრილებითDetailsუკრაინაში პუტინის ომს შეწირული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი მიხეილ ყაფლანიშვილია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ქართველები ავრცელებენ. როგორც ცნობილია, ის...
დაწვრილებითDetails17 ოქტომბერს რუსეთის აგრესიას კიდევ რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა. ერთ-ერთი იყო ოჯახი, ბიჭი და ფეხმძიმე მეუღლე. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ქართველი...
დაწვრილებითDetails