მე არ შემიძლია უპასუხოდ დავტოვო ბატონი ხაზარაძის საუბარი და მისი გამოსვლა. ჯერ ერთი მინდა ვთქვა, რომ როდესაც ბატონი ხაზარაძე საუბრობს...
დაწვრილებითDetailsირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგობრები მეუბნებიან, რომ ისინი დაიღალნენ „ნაცმოძრაობის“ ლიდერების ჩივილით იმაზე, რომ აქ რაღაც საშინელება ხდება...
დაწვრილებითDetailsგაგრის რაიონის სოფელ აიბღას ანექსიით რუსეთი აქაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და პრინციპებს და მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენის შემდეგ, დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საგარეო საქმეთა მინისტრი ყველა დონეზე აფიქსირებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ქართული მხარის პოზიციას და ასევე აქტიურად განიხილება, რომ იუსტიციის სამინისტრომ ამ თემაზე სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს. „გაგრის რაიონის სოფელ აიბღას დაწყებული ანექსიის საგანგაშო ფაქტს, ჩვენ უსაფრთხოების საბჭოს სხდომის ფარგლებში გვქონდა ამაზე საუბარი, მოგეხსენებათ, რომ 2008 წლის ომის შემდეგ დაიწყო ეს პროცესი. რუსეთი აქაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და პრინციპებს და მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს. საგარეო საქმეთა მინისტრი ყველა დონეზე, მათ შორის ჟენევის ფორმატშიც არაერთხელ გვავს დაფიქსირებული ამის თაობაზე და ახლა აქტიურად განვიხილავთ, რომ აქტიურად განვიხილავთ, რომ იუსტიციის სამინისტრომ უკვე სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს, ვინაიდან, ეს შეიძლება იყოს ის საკითხი, რაც გაგვაერთიანებს ჩვენ და აფხაზებს, რომელიც არის თქმა უნდა, განუყოფელი ნაწილი ჩვენი ქვეყნის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერ მინისტრის თქმით, საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე ძალიან მძიმე მდგომარეობაა და ხელისუფლება იყენებს ყველა საშუალებას...
დაწვრილებითDetailsამის შესახებ გიორგი გახარიამ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა. „ამაზე ბევრი განმარტება გავაკეთე, მინდა რომ ეს ფურცელი გადავფურცლოთ, გიპასუხებთ და დახურეთ...
დაწვრილებითDetailsთქვენ არავითარი შანსი არ გაქვთ ხელისუფლებაში დაბრუნების. ტყუილად კარგავთ დროს. დროა, რომ დაისვენოთ, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს. მთავრობის მეთაურმა დეპუტატ დევი ჭანკოტაძის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ქართველი სამხედროები ცხინვალში მიხეილ სააკაშვილმა მიატოვა. ‘ბატონმა სააკაშვილმა მიატოვა ჩვენი სამხედროები და მისმა გაუმართავმა მენეჯმენტმა. როგორ იმართა ყველაზე დიდი კრიზისი - ომი, ნათლად გამოჩნდა. იყო სრული ქაოსი. ვინც მართავდნენ, ის გმირი სამხედროები, როგორ დაიწყეს თავიდან, გავიდნენ თითქმის ბოლოში, აიღეს ცხინვალი და ა.შ. როდესაც ჩაერთო პოლიტიკური ხელმძღვანელობა, არ მინდა ამაზე ღიად ვილაპარაკო, თქვენ სამხედრო ხართ და კარგად მოგეხსენებათ, ჩვენ ეს ვიცით, ამის შემდეგ გაფუჭდა სიტუაცია. მე იმას არ ვამბობ, რომ ჩვენ რუსეთის არმიას დავამარცხებდით, მაგრამ ის ქაოსი, უბედურება და განუკითხაობა, რაც ხდებოდა ომში, იყო სწორედ სააკაშვილის და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა. ერთს შეგახსენებთ - 9 აგვისტო, უშიშროების საბჭოს სხდომა და ვხედავთ, ალბათ არაფხიზელ მდგომარეობაში, სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ მყოფ სამარცხვინო ადამიანს, რომელიც ღლიცინებდა მაშინ, როდესაც ჩვენი გმირი სამხედროები იქ იღუპებოდნენ. ხმას ნუ იღებთ, ფაქტებს შეგახსენებთ. ყველას კარგად გვახსოვს. ეს არის სიმართლე. უბედურებაა, რომ თქვენ 8 წელი ჩვენი ქვეყნის განვითარებას საფრთხეს უქმნით. თქვე, თქვენი ძალა ხართ საფრთხე ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების და ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის“, - მიმართა პრემიერ-მინისტრმა „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს. დანართების არე
დაწვრილებითDetails,,კიდევ ერთხელ მინდა შევეხო იმ უნიკალურ შესაძლებლობას, რომელიც ჩვენ მოგვეცა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმებით, ეს ჩვენი მთავრობის, ჩვენი ხელისუფლების დროს...
დაწვრილებითDetailsნებისმიერი მოქალაქის უფლება დაცული, ამაზე ზედმეტი აპელირება, ზედმეტი აჟიოტაჟის ატეხვა მიმაჩნია არასწორად, ჩვენ ამით ამ ადამიანების უფლებებს ვარღვევთ მე ასე მიმაჩნია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არავინ არ განსხვავდება არავითარი ნიშნით და ამ ადამიანებს იცავს კანონი. „მე შეგახსენებთ, რომ მაშინ როდესაც ვმუშაობდით ჩვენ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაზე მაშინ ერთ-ერთი მოთხოვნა იყო ამ დისკრიმინაციული კანონის მიღება და ჩემ დროს იქნა აღნიშნული კანონი ამავდროულად ჩემივე ინიციატივა იყო და მაშინ ჩვენ ეს პოლიტიკური საბჭოს ფორმატში განვიხილეთ და ჩვენ ეს დავაანონსეთ რომ ამავდროულად ჩაწერილიყო კონსტიტუციაში და ქორწინების განმარტება მომხდარიყო, რაც ასევე გაკეთდა ჩვენი გუნდის ჩვენი ხელისუფლების დროს, შესაბამისად კანონით და კონსტიტუციით არის ნებისმიერი მოქალაქის უფლება დაცული, ამაზე ზედმეტი აპელირება, ზედმეტი აჟიოტაჟის ატეხვა მიმაჩნია არასწორად, ჩვენ ამით ამ ადამიანების უფლებებს ვარღვევთ მე ასე მიმაჩნია. არავინ არ განსხვავდება არავითარი ნიშნით, ამ ადამიანებს იცავს კანონი და საერთოდ ასეთი გამოყოფა და დისკრიმინაცია სწორედ ეს არის. ასეთი ფორმით ასეთი ნიშნით საუბარი უმცირესობებზე მიმაჩნია რომ სწორედ არის დისკრიმინაციის წახალისება. ჩვენ ვიცავთ ყველა მოქალაქეს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პასუხიგადაგზავნა
დაწვრილებითDetailsჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ მილიონ ვაქცინაზე გავაფორმეთ უკვე კონტრაქტი „ფაიზერთან“ და ივლისიდან დაიწყება მოწოდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენის შემდეგ, კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ვაქცინაციის პროცესს ეხებოდა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ასევე, „სინოვაკის“ ვაქცინა, მილიონი დოზა, ჩამოვა თვის ბოლოს. „მინდა, რომ ვაქცინებზე დეტალური ინფორმაცია მოგაწოდოთ. კომპანია „ფაიზერთან“ ჩვენ გვქონდა პირდაპირი მოლაპარაკება, არა COVAX პლატფორმით, არამედ პირდაპირი, უშუალოდ მეც ვიყავი ჩართული, აქტიურად გვეხმარებოდა ჯანმოს გენერალური დირექტორიც. მე პირადად ვიყავი გასული კონტაქტზე „ფაიზერის“ პრეზიდენტთან, არაერთი საუბარი მქონდა მასთან და ბუნებრივია, ჯანდაცვის მინისტრი იყო აქტიურად ჩართული. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ მილიონ ვაქცინაზე გავაფორმეთ უკვე კონტრაქტი „ფაიზერთან“ და ივლისიდან დაიწყება მოწოდება. „სინოვაკის“ ვაქცინა, მილიონი დოზა, ჩამოვა თვის ბოლოს, 5 დღეში. ნახევარი მილიონი - „სონოფარმი“ და კიდევ ნახევარ მილიონს ვუკვეთავთ, ჯამში კიდევ მილიონი „სინოფარმი“. ეს მოხდება ივლის-აგვისტოში. 3 მილიონი. ამის გარდა, COVAX პლატფორმიდან ჩვენ ველოდებით დამატებით 700 000 დოზას, უფრო წლის ბოლოს, ალბათ მე-4 კვარტალში, „ნოვოვაქსის“ ვაქცინებს, ასევე „ასტრაზენეკას“ დამატებით დოზებს. ჯამში, დაახლოებით, 4 მლნ. ვაქცინა გვექნება, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენი მოსახლეობის 60% იყოს სრულად აცრილი, წლის ბოლომდე“, - აღნიშნა პრემიერმა. მისივე თქმით, ამჟამად უკვე შექმნილია 350 ბრიგადა, ექიმებისგან დაკომპლექტებული, რომელიც ატარებს ვაქცინაციას. „ჩვენი გეგმის მიხედვით, მე მქონდა, მინისტრთან ერთად, რამდენიმე დღის წინ შეხვედრა ყველა მსხვილი, კერძო კლინიკების ხელმძღვანელებთან. ჩვენ შევთანხმდით, რომ მაქსიმალურად, სრული კოორდინაციით სახელმწიფოსთან ერთად, ჩვენ დავიწყებთ აქტიურ, ინტენსიურ ვაქცინაციის პროცესს ივლისიდან, ერთ კვირაში, მაქსიმუმ 10 დღეში, მას შემდეგ, როგორც კი შემოვა ჩემს მიერ დასახელებული მილიონი და შემდეგ მეორე მილიონი ვაქცინა. დღეში ჩვენ უნდა გავიდეთ 30 000 აცრაზე, რაც არის სავსებით შესაძლებელი და მიღწევადი. სწორედ ეს არის ჩვენი გეგმა, რომ დღეში 30...
დაწვრილებითDetailsამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა. ,,ქართულმა ოცნებამ ბევრი უმნიშვნელოვანესი რეფორმა გაატარა, ქართული ოცნების მმართველობის...
დაწვრილებითDetails,,ქართველები მთელ გულს გიხსნიან, გეპატიჟებიან სახლში და როდესაც ქართველთან ერთად ხარ, ვერაფრის საფასურს გადაიხდი. არ არსებობს, რამეზე დაპატიჟო და ამით...
დაწვრილებითDetails