სასურველია, საზოგადოების თვალწინ წარიმართოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონებთან დაკავშირებით დისკუსია, თუ იქნება არგუმენტებზე...
დაწვრილებითDetailsმ ოპოზიციით ქვეყანა არ შეიძლება დიდ ხანს აგრძელებდეს პოლიტიკურ ცხოვრებას. ეს ოპოზიცია უნდა ჩანაცვლდეს ახალი, ჯანსაღი პოლიტიკური ძალებით და რეალურად აქეთკენ მიჰყავთ საკუთარი ხელით პროცესები, - ამის შესახებს აქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაქოში ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, ოპოზიცია არის მძიმე მდგომარეობაში, ისინი ვერ თანამშრომლობენ ვერც პროკურატურასთან, მიუხედავად სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდებისა. „თქვენ იცით, რომ ბუნებაში არ არსებობს მტკიცებულება. რაც შეეხება წინასაარჩევნო პერიოდს, იყო უპრეცედენტოდ მშვიდი გარემო და რაიმე არსებითი დარღვევა არ დაფიქსირებულა წინა საარჩევნო პერიოდში. რაც შეეხება არჩევნების დღეს, პროცედურები წარიმართა არსებითად ელექტრონული წესით. ამომრჩეველთა 90%-ზე მეტმა ხმა მისცა ელექტრონული წესით, მანამდე რეგისტრაცია გაიარა ელექტრონული წესით და მათი ხმებიც დაითვალა ელექტრონული წესით. აქედან გამომდინარე, ოპოზიცია შეეჯახა ელექტრონულ აპარატებს და ვერას გახდა ამ ყველაფერთან დაკავშირებით, გამომდინარე იქიდან, რომ ყველაფერი წარიმართა აბსოლუტური სიზუსტით და ძალიან სწრაფი ტემპით დაითვალა არჩევნების შედეგები, შესაბამისად, შესადავებელი საერთოდ არაფერია. აქედან გამომდინარე, ოპოზიცია ბუნებრივია, არის მძიმე მდგომარეობაში ამიტომ ვერ თანამშრომლობენ ვერც პროკურატურასთან, მიუხედავად სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდებისა. ისინი თავის ხელით აკეთებენ იმ საქმეს, რაც ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა. ამ ოპოზიციით ქვეყანა არ შეიძლება დიდ ხანს აგრძელებდეს პოლიტიკურ ცხოვრებას. ეს ოპოზიცია უნდა ჩანაცვლდეს ახალი, ჯანსაღი პოლიტიკური ძალებით და რეალურად აქეთკენ მიჰყავთ საკუთარი ხელით პროცესები“, - განაცხადა პრემიერმა.
დაწვრილებითDetailsქართველმა ხალხმა საქართველოს პარლამენტს და საპარლამენტო უმრავლესობას მიანიჭა შესაბამისი ლეგიტიმაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბაქოში განუცხადა....
დაწვრილებითDetailsყველამ იცის, რომ პარლამენტის პირველ შეკრებამდე სიების ჩახსნა არის შეუძლებელი, შესაბამისად, როცა გაიმართება პარლამენტის პირველი სესია, ყველა დეპუტატის უფლებამოსილება იქნება ცნობილი, - ამის შესახებს აქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაქოში ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, ოპოზიციის ნაბიჯები, რაც ქვეყნის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება, მხოლოდ და მხოლოდ პიარულ მიზნებზეა გათვლილი. „საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა შეიცავს საბოტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმებს. ჩვენ ეს მექანიზმები გამოვიყენეთ 4 წლის წინაც და გამოვიყენებთ რა თქმა უნდა, ახლაც. აქედან გამომდინარე, ასეთი ნაბიჯები, რაც ქვეყნის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება, მხოლოდ და მხოლოდ პიარულ მიზნებზეა გათვლილი. ბუნებრივია, მეტი დატვირთვა ამას ვერ ექნება. ყველამ იცის, რომ პარლამენტის პირველ შეკრებამდე სიების ჩახსნა არის შეუძლებელი, შესაბამისად, როცა გაიმართება პარლამენტის პირველი სესია, ყველა დეპუტატის უფლებამოსილება იქნება ცნობილი. ამის შემდეგ თუ ვინმეს სურს, მიმართოს საქართველოს პარლამენტს ან ცესკოს სიების ჩახსნასთან, მანდატის შეწყვეტასთან დაკავშირებით, კი ბატონო, შეუძლიათ გააკეთონ, მაგრამ ეს ხდება მხოლოდ პარლამენტის პირველი სესიის შემდეგ“, - განაცხადა პრემიერმა.
დაწვრილებითDetailsირაკლი კობახიძე - საქართველო მზადაა, 2025 წლისთვის წარადგინოს ახალი - მესამე თაობის ეროვნული სამოქმედო გეგმა, რაც მიზნად ისახავს გლობალური დათბობის...
დაწვრილებითDetailsკლიმატის ცვლილება ჩვენს ეპოქაში ერთ-ერთ ყველაზე მწვავე გამოწვევად ყალიბდება, რაც საჭიროებს გლობალურ, გადაუდებელ ქმედებას და თანამშრომლობას, მისი მრავალმხრივი შედეგების დასაძლევად, -...
დაწვრილებითDetailsოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ოპოზიციის წარმომადგენლები გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეგრამის არხი "რესპუბლიკა" ავრცელებს. ომარ სმირი, გარი კოკაია, ალმასხან არძინბა, რამაზ...
დაწვრილებითDetailsმოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძის განცხადების გამო, მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩი, დავით ბოჭორიშვილი გამოიძახეს - ამის შესახებ...
დაწვრილებითDetails„ძლიერი საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში ოპოზიციური პარტიების მორიგი საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა. ოპოზიციურ შტაბში „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები - გიორგი ვაშაძე და თინა ბოკუჩავა,...
დაწვრილებითDetailsმთლიანად ოპოზიცია ცდილობს წავიდეს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, თუმცა ეს არის ძალიან უსუსური მცდელობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ...
დაწვრილებითDetails