პოლიტიკა

ვისურვებდი, დავიწყოთ გერმანიის ელჩის საქართველოდან გაწვევის პროცედურა – ირაკლი ზარქუა

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა საგარეო საქმეთა მინისტრს მიმართავს, საქართველოში გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის მუშაობით დაინტერესდეს და მისი ქვეყნიდან გაწვევის პროცედურა დაიწყოს. ზარქუა...

დაწვრილებითDetails

გვინდა, 2028 წლისთვის 36 ათას დოლარს გადააჭარბოს ერთ სულ მოსახლეზე ქვეყნის ეკონომიკამ – პრემიერი

ირაკლი კობახიძე - ეკონომიკური თვალსაზრისით, ბოლო 4 წლის განმავლობაში, გვქონდა ძალიან სერიოზული მიღწევები და შემდეგი 4 წლისთვის ამბიციური ამოცანა გვაქვს, გვინდა, 2028 წლისთვის 36 ათას დოლარს გადააჭარბოს ერთ სულ მოსახლეზე ქვეყნის ეკონომიკამ ეკონომიკური თვალსაზრისით ჩვენ გვქონდა ძალიან სერიოზული მიღწევები, განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში და გვაქვს ამბიციური ამოცანა შემდეგი 4 წლისთვის, გვინდა, რომ 2028 წლისთვის 36 ათას დოლარს გადააჭარბოს ერთ სულ მოსახლეზე ქვეყნის ეკონომიკამ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, 2012 წელს ეკონომიკა იყო უმძიმეს მდგომარეობაში, მთლიანი შიდა პროდუქტი იყო მხოლოდ 28 მილიარდ ლარზე ნაკლები და 2020 წლისთვის კი, 50 მილიარდ ლარამდე გაიზარდა ქვეყნის ეკონომიკა. „ეკონომიკა არის ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება და ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორიც. ეკონომიკური თვალსაზრისით ჩვენ გვქონდა ძალიან სერიოზული მიღწევები, განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში. გახსოვთ, რა ვითარება დაგვხვდა 2012 წელს, ეკონომიკა იყო უმძიმეს მდგომარეობაში. ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი იყო მხოლოდ 28 მილიარდ ლარზე ნაკლები და 2020 წლისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ გამოვიარეთ ორი  რეგიონული, გლობალური კრიზისი, მოვახერხეთ და 28 მილიარდი ლარიდან, 2020 წლისთვის 50 მილიარდ ლარამდე გავზარდეთ ქვეყნის ეკონომიკა. ბოლო 4 წელიწადი განსაკუთრებით წარმატებული იყო ამ თვალსაზრისით. მხოლოდ ამ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში 2021 წლიდან მოყოლებული, ჩვენ მოვახერხეთ და ეკონომიკა გავზარდეთ. ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი გავზარდეთ 40 მილიარდი ლარით, 50 მილიარდი ლარიდან 90 მილიარდ ლარამდე, რაც არის ძალიან დიდი მიღწევა. სამომავლოდაც შემდეგი ოთხი წლისთვის, ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, გვინდა, 130 მილიარდ ლარს გადააჭარბოს ქვეყნის ეკონომიკამ, ანუ დამატებით სულ მცირე 40 მილიარდი ლარით უნდა გაიზარდოს ქვეყნის ეკონომიკა, რაც არის აბსოლუტურად რეალისტური ამოცანა და მიზნის შესრულებაზე ქართული საზოგადოების წინაშე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  მისივე თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მონაცემები უკავშირდება მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით ეკონომიკის დაანგარიშებას. „ჩვენ ძალიან მძიმე ვითარება გვქონდა ასევე 2012 წელს. დაახლოებით 10 000 დოლარს შეადგენდა ჩვენი ეკონომიკა მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით ერთ სულ მოსახლეზე 2012 წლისთვის და ქვეყნების ასეულშიც კი არ ვიყავით ამ მაჩვენებლით. ჩვენ გადავინაცვლეთ უკვე 77-ე ადგილზე წლევანდელი მონაცემებით, რაც ნიშნავს იმას, რომ არა მხოლოდ ჩვენი ეკონომიკა იზრდება, არამედ ჩვენ იმაზე ბევრად სწრაფად ვიზრდებით, ვიდრე სხვა ქვეყნები. 25 ათას დოლარს გადააჭარბებს წელს ჩვენი ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველობითი პარიტეტის უნარის მიხედვით. აქაც გვაქვს ამბიციური ამოცანა შემდეგი 4 წლისთვის, გვინდა, რომ 2028 წლისთვის 36 ათას დოლარს გადააჭარბოს ერთ სულ მოსახლეზე ქვეყნის ეკონომიკამ.  ძალიან საინტერესოა შედარება სხვა ქვეყნებთან. 2012 წლისთვის ჩვენ საფრანგეთი გვისწრებდა 4-ჯერ მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით. მშპ-თი იანგარიშება თუ რამდენად დიდია სხვაობა მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობებს შორის სხვადასხვა ქვეყანაში. ამ კუთხით ოთხმაგი იყო სხვაობა საქართველოსა და საფრანგეთს შორის, ანუ ფრანგები ცხოვრობდნენ 4-ჯერ უფრო უკეთესად, ვიდრე ქართველები 2012 წელს. ეს სხვაობა არის არსებითად შემცირებული და სხვაობა არის მხოლოდ 2,5. 2028 წლისთვის ორმაგიც კი არ იქნება სხვაობა საქართველოსა და საფრანგეთს შორის. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არა მხოლოდ ეკონომიკას ვზრდით, არამედ სხვა ქვეყნებთან მიმართებითაც გვაქვს ძალიან სწრაფი ზრდა და იმაზე სწრაფი ზრდა, ვიდრე აქვთ სხვა სახელმწიფოებს. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენ თანდათანობით დავეწიოთ წამყვან, ყველაზე განვითარებულ ეკონომიკებსაც კი. ეს არის ჩვენი ამოცანა და მთავარია, შევინარჩუნოთ ის ტემპი, რომელიც გვაქვს აღებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დაწვრილებითDetails

მომდევნო 4 წლის განმავლობაში 70 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება – ირაკლი კობახიძე

ბიზნესის მხარდაჭერა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის და 2012 წლიდან დაიწყო; ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ბოლო წლებში...

დაწვრილებითDetails

2028 წლისთვის, ჩვენი პროგრამის მიხედვით, 4 %-ს ჩამოცდება უმუშევრობა საქართველოში, რაც არის ევროკავშირის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე დაბალი მაჩვენებელი

ძალიან დამაიმედებელია საერთაშორისო სავალუტო ფონდის 5-წლიანი პროგნოზი, 2029 წლის ჩათვლით, რომლის თანახმადაც, საქართველო მსოფლიოში იქნება მოწინავე, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ერთადერთი ქვეყანა, რომელიც საქართველოს ამ მიმართულებით უსწრებს, არის გაიანა, რომელმაც ნავთობი აღმოაჩინა ქვეყნის ტერიტორიაზე. „ჩვენ ნავთობის გარეშეც ვახერხებთ იმავეს, რასაც ეს ქვეყანა ახერხებს ნავთობის აღმოჩენის პირობებში. რაც შეეხება ქვეყნის ბიუჯეტს,...

დაწვრილებითDetails

თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის შედეგად, 4-დან 18 მილიონამდე გაიზრდება მგზავრთნაკადი – ირაკლი კობახიძე

აეროპორტების მიმართულებით გვაქვს ამბიციური გეგმები,  - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი კობახიძემ...

დაწვრილებითDetails

2029 წელი არის მაქსიმალური ვადა, როდესაც ჩვენ შევძლებთ ანაკლიის პორტში 600 ათასი კონტეინერის მიღებას – ირაკლი კობახიძე

ანაკლიის პროექტი არის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის და კონკრეტულად სამეგრელოს რეგიონისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ...

დაწვრილებითDetails

ოპოზიციის სკამები არის ცარიელი, თუმცა ისიც უნდა ითქვას, დღეს რომ ისინი აქ ისხდნენ, ეს სკამები ზუსტად ისეთივე ცარიელი იქნებოდა, როგორიც არის დღეს- ირაკლი კობახიძე

2024 წლის საპარლამენტო არჩევნები თავისი მნიშვნელობით იყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების ტოლფასი არჩევნები და ჩვენ საზოგადოებას ნათლად დავანახეთ ის, თუ...

დაწვრილებითDetails

გარწმუნებთ, ამ ქვეყანაში ძაღლს ერქმევა ძაღლი, ადამიანს ერქმევა ადამიანი – ირაკლი კობახიძე

არიან ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ თუ მივიღებთ კანონს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ, მეორე დილით ვიღვიძებთ ჩელიაბინსკში, ასეთი საოცარი თეზისი არსებობს,...

დაწვრილებითDetails

წინა 4 წელი იყო სირთულეებითა და გამოწვევებით სავსე, თუმცა ჩვენი ერთიანობით მოვახერხეთ და ყველა გამოწვევა დავძლიეთ – ირაკლი კობახიძე

გუნდის ერთიანობის შედეგია ის მიღწევები, რაც ჰქონდა ჩვენს ქვეყანას გასული 4 წლის განმავლობაში, დღეს, საქართველო არის სუვერენული და ძლიერი როგორც არასდროს და ეს თითოეული თქვენგანის დამსახურებაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, წინა 4 წელი იყო სირთულეებითა და გამოწვევებით სავსე, თუმცა მმართველმა გუნდმა ყველა გამოწვევა დაძლია, შეინარჩუნა მშვიდობა ქვეყანაში და ეკონომიკა 40 მლრდ ლარით გაიზარდა. „წინა 4 წელი იყო სირთულეებითა და გამოწვევებით სავსე. ამ 4 წლის განმავლობაში, ჩვენ გამოვიარეთ რევოლუციის ორი მცდელობა, ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლის მცდელობა, ქვეყნის ომში ჩათრევის მცდელობა, თუმცა ჩვენი ერთიანობით მოვახერხეთ და ყველა გამოწვევა დავძლიეთ, შევინარჩუნეთ მშვიდობა და 40 მლრდ ლარით გავზარდეთ ამ 4 წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იყო გუნდის ერთიანობის, გუნდის სიმყარის შედეგი და მინდა, ვისარგებლო ამ შემთხვევით და თითოეულ თქვენგანს მადლობა გადაგიხადოთ ამ ერთიანობისთვის, ერთად ბრძოლისთვის, სწორედ, ამ ბრძოლის შედეგია ის მიღწევები, რაც ჰქონდა ჩვენს ქვეყანას გასული 4 წლის განმავლობაში. დღეს, საქართველო არის სუვერენული და ძლიერი როგორც არასდროს და ეს თითოეული თქვენგანის დამსახურებაა,“- განაცხადა ირაკლი კოაბხიძემ.

დაწვრილებითDetails

“მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს, ასევე ჩვენი გუნდის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს, სწორედ მისი დამსახურებაა, რომ დღეს ქვეყანას აქვს მშვიდობა და განვითარებაზე ფიქრის შესაძლებლობა “- ირაკლი კობახიძე

მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს და ასევე ჩვენი გუნდის ლიდერს, პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ...

დაწვრილებითDetails
Page 218 of 876 1 217 218 219 876

კატეგორიები