ახალი ამბები

EU ქმნის კეთილდღეობას, თუ ჩაატარებთ რეფორმებს, შეგიძლიათ ამ ყველაფრის ნაწილი გახდეთ – დე კრუ

,,ვფიქრობ, ჩვენი გზავნილი უკრაინისთვის, მოლდოვისა და საქართველოსთვის არის ის, რომ ჩვენ ვაფასებთ მათ მიერ გაწეულ ძალისხმევას და ახლა ჩვენ გავაგრძელებთ...

დაწვრილებითDetails

საქართველო ჩვენს საერთო ევროპულ სახლს მიეკუთვნება – ზელენსკი საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავს. "სატელეფონო საუბარი მქონდა სალომე ზურაბიშვილთან და მივულოცე მას და...

დაწვრილებითDetails

სააკაშვილთან თანამშრომლობას ერთ პარტიაში მომავალში მთლიანად გამოვრიცხავ – მელია

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია, რომელმაც პარტია ერთი კვირის წინ დატოვა "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ არ სურს მესამე პრეზიდენტზე საუბარი,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში, მთავარი საახალწლო ნაძვის ხის მოწყობილობა დაიწყო

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო ნაძვის ხის მონტაჟი დაიწყო. ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ნაძვის ხე 23 დეკემბერს აინთება. 23 დეკემბერს ნაძვის ხის...

დაწვრილებითDetails

მეტროსადგურ “სამგორის” გვირაბში ჭერის ბათქაში ჩამოიშალა

მეტროსადგურ "სამგორის" გვირაბში ჭერის ბათქაში ჩამოიშალა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში "მთავარი არხის" ვებგვერდს განუცხადეს, რომ ჩამოშლილია ბათქაშის მცირე ნაწილი. შემთხვევის შედეგად არავინ...

დაწვრილებითDetails

მინდა ყველა მოგიწვიოთ ხვალ, 15 დეკემბერს,17:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე-ირაკლი ღარიბაშვილი

დიდი სიამაყით და დიდი სიხარულით გილოცავთ ისტორიულ გადაწყვეტილებას - საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ეს არის  ქვეყნისა და ხალხის გამარჯვება. „ყველას მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო თანამემამულენო! დიდი სიამაყით და დიდი სიხარულით გილოცავთ ისტორიულ გადაწყვეტილებას - საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. გილოცავთ ყველას! მე მინდა, თითოეულ მოქალაქეს მოგილოცოთ დღევანდელი ისტორიული დღე. ეს ნამდვილად არის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის გამარჯვება. ეს ნამდვილად არის ღირსეულად მოპოვებული, დამსახურებული სტატუსი, რომელიც ჩვენ, ხელისუფლებამ, ჩვენს ხალხთან ერთად და ჩვენი ხალხისთვის მოიპოვა. ჩვენ ვიბრძოლეთ, ჩვენ გავიმარჯვეთ. მე მინდა, ჩემი გულწრფელი მადლიერება გამოვხატო ჩვენი ევროპელი მეგობრების მიმართ. პირველ რიგში, მინდა დავიწყო ჩემი მადლობით ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენის მიმართ. მე მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ შარლ მიშელს, რომელმაც ახლა დამირეკა და პირადად მომილოცა დღევანდელი დღე და ეს ისტორიული გამარჯვება. მე ასევე მაქვს პატივი, გადმოგცეთ მისი მილოცვა ქართველი ხალხისადმი. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ ვარჰეის, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩართული იყო და იყო ერთ-ერთი მთავარი გულშემატკივარი ქალბატონ ურსულასთან და ბატონ შარლ მიშელთან ერთად და რაც მთავარია -   ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის თითოეულ ლიდერს მე მინდა მადლობა გადავუხადო ერთსულოვნებისთვის და ერთხმად გამოხატული ძლიერი მხარდაჭერისა  და ნდობისთვის“, - განაცხადა პრემიერმა. მთავრობის მეთაურმა გამარჯვება მიულოცა გუნდის თითოეულ წევრსა და  პარტიის დამფუძნებელს - ბიძინა ივანიშვილს. „მინდა განსაკუთრებულად მივულოცო დღევანდელი ისტორიული გამარჯვება ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, მთავრობის თითოეულ წევრს, ათასობით საჯარო მოხელეს, ჩვენს პარლამენტს, ჩვენს პარტიას, მმართველ გუნდს, თითოეულ წევრს, ვინც თავისი ღირსეული წვლილი შეიტანა ამ დიდი ისტორიული გამარჯვების მიღწევაში. მინდა მივულოცო ყველას. მინდა მივულოცო ეს დღე ჩვენი პარტიის დამფუძნებელს - ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის მმართველობამაც მოიტანა სწორედ დღევანდელი დღე და ეს გამარჯვება და ეს წარმატება. 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენმა გუნდმა, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, მიაღწია მაქსიმუმს და დღევანდელი დღე შეიძლება ითქვას არის ერთგვარი დაგვირგვინება ჩვენი წარმატებული მმართველობისა. მე მხვდა წილად პატივი, რომ ჩვენი ქვეყნის სახელითა და ჩვენი გუნდის სახელით ხელი მომეწერა ჯერ ასოცირების შეთანხმებაზე, შემდეგ ჩემი მმართველობის პირველი პრემიერობის დროს ჩვენ წარმატებით დავასრულეთ უვიზო რეჟიმთან დაკავშირებული მოლაპარაკებები, შარშან უკვე მე მქონდა პატივი, რომ უკვე ოფიციალურად ჩვენი ქვეყნის სახელით შემეტანა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. შარშან მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, რითაც დამტკიცდა, რომ ჩვენი ქვეყანა გახდება ევროპული ოჯახის წევრი და დღეს უკვე 14 დეკემბერი ჩაიწერება როგორც ისტორიული თარიღი. საქართველო დღეიდან არის ევროპული სახელმწიფო, ევროპული ქვეყანა. საქართველო არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა. ასე რომ, ეს გამარჯვება გეკუთვნით თქვენ, ძვირფასო მოქალაქენო, ეს არის ჩვენი შრომის, ჩვენი ბრძოლის შედეგი და კიდევ ერთხელ მე მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ისტორიული გამარჯვების საქმეში თითოეული აგური დადო და ეს გამარჯვება მოუტანა ჩვენს ხალხს. მე ასევე მინდა ყველა მოგიწვიოთ ხვალ, 15 დეკემბერს,17:00 საათზე, თავისუფლების...

დაწვრილებითDetails

ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ თავისი სიტყვა თქვა – სალომე ზურაბიშვილი

ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ თავისი სიტყვა თქვა, რამაც დამსახურებულ კანდიდატის სტატუსამდე მიგვიყვანა , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი...

დაწვრილებითDetails

ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ელჩი საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ულოცავს

გილოცავთ საქართველო - ასე ულოცავენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ელჩები სპეციალურ მიმართავს ვიდეორგოლის საშუალებით...

დაწვრილებითDetails

გილოცავთ! – რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი

გილოცავთ! ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი!- ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას....

დაწვრილებითDetails

ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადაწყვიტა

ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადაწყვიტა.   ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ სოციალურ ქსელ X-ში გავრცელებულ...

დაწვრილებითDetails
Page 1903 of 4968 1 1,902 1,903 1,904 4,968

კატეგორიები