6 “გრემის” მფლობელი ამერიკული ჯგუფი Black Eyed Peas ქართველი მსმენელის წინაშე წარსდგა. კონცერტი 16 ივნისს “ბლექსი არენაზე” გაიმართა. ბენდი მაყურებელს ახალ სოლისტთან, ჯესიკა რეინოსოსთან ერთად შეხვდა. კონცერტზე ცნობილი და ახალი სიმღერები შესრულდა.
საღამოზე ჰიტად ქცეული სიმღერა “Where is the Love” ჯგუფმა ქართველი მსმენელთან ერთად იმღერა. ეს ერთ-ერთი შთამბეჭდავი მომენტი იყო. ~
კონცერტის მსვლელობის დროს ჯგუფის წევრებმა სცენის წინ მოზარდი ბიჭი შენიშნეს, სცენაზე აიყვანეს და დაახლოებით ორი სიმღერის განმავლობაში მასთან ერთად ცეკვავდნენ.
„ბლექ აიდ ფისის“ წევრები საქართველოში ბოლო ალბომის „Masters of the Sun“ მხარდასაჭერი ტურნეს ფარგლებში ჩამოვიდნენ. კონცერტის დასრულების შემდეგ ჯგუფმა ქართველ მსმენელს მადლობა ვიდეოთი გადაუხადა, რომელიც Black Eyed Peas-ის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე განთავსდა. „დიდი მადლობა, საქართველო,“ – ამბობენ სიმღერის I Gotta Feeling ფონზე მუსიკოსები.
ჰააგაში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა მიმდინარეობს
ჰააგაში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა ნატო-ს წევრი სახელმწიფოების...