18 აგვისტოს, ბერლინში მომხდარი ავტოავარია, სავარაუდოდ, ტერორიზმთანაა კავშირში, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC გერმანიის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 30 წლის მამაკაცი, რომელიც ერაყიდანაა უკვე დაკავებულია. ის რამდენიმე წელია გერმანიაში, ლტოლვილთა ბანაკში ცხოვრობს და სავარაუდოდ, რადიკალური ისლამისტური დაჯგუფების წევრია. მისი ჩვენებიდან ირკვევა, რომ მომხდარი, სავარაუდოდ, ტერორისტული თავდასხმა იყო.
ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მძღოლმა ავტომობილზე ყუთი დადო და აღნიშნა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობაა. გამნაღმველებმა ყუთში სახიფათო ვერაფერი აღმოაჩინეს. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.