მეგა TV

მეგა TV

პრემიერმა ქუთაისის შემოვლითი გზის სამუშაოები დაათვალიერა – მაგისტრალის 19კმ-იან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ივლისიდან დაიწყება

ქუთაისის შემოვლითი გზის 4ზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალის სამუშაოები კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად არ შეჩერებულა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და...

გიორგი გახარია ტურიზმის სექტორს – ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული – მე ვარ თქვენზე დამოკიდებული, როგორ დაიცავთ წესებს და თქვენ ხართ მთავრობაზე დამოკიდებული

გიორგი გახარია ტურიზმის სექტორს – ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული – მე ვარ თქვენზე დამოკიდებული, როგორ დაიცავთ წესებს და თქვენ ხართ მთავრობაზე დამოკიდებული

აქ ჩვენ ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული - მე ვარ თქვენზე დამოკიდებული, ამ წესებს როგორ დაიცავთ და თქვენ ხართ მთავრობაზე დამოკიდებული, რა რაოდენობით და COVID-ის თვალსაზრისით, როგორი სუფთა ქვეყნებიდან ჩამოვიყვანთ ტურისტებს, რამდენად ორგანიზებულად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ქუთაისში, ტურიზმის სექტორთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ის, რაც ქვეყანამ შეძლო ინფექციის და ეპიდემიის გავრცელების რისკების მართვაში, უნდა აისახოს კონკრეტულ ეკონომიკურ შედეგებში. „რაც შეეხება ორმხრივ შეთანხმებებს კონკრეტულ სახელმწიფოებთან, საიდანაც ჩვენ გვაქვს რეალური შანსი, პირველი ტურისტები მივიღოთ, ეს არის ისრაელი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩეხეთი, უნგრეთი, საბერძნეთი, ავსტრია. ის, რაც ჩვენ შევძელით ინფექციის და ეპიდემიის გავრცელების რისკების მართვაში, ეს ნელ-ნელა გადავთარგმნოთ კონკრეტულ ეკონომიკურ შედეგებში. კონკრეტული ეკონომიკური შედეგი არის ჩამოსული ტურისტების რაოდენობა. აქ ჩვენ ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული - მე ვარ თქვენზე დამოკიდებული, ამ წესებს როგორ დაიცავთ და თქვენ ხართ მთავრობაზე დამოკიდებული, COVID-ის თვალსაზრისით, ჩვენ რა რაოდენობით და როგორი სუფთა ქვეყნებიდან ჩამოვიყვანთ ტურისტებს, რამდენად ორგანიზებულად. ეს ეხება ბევ სექტორს, რესტორნებს, ტრანსპორტს. განსაკუთრებით, იმერეთში, სადაც ადამიანები უფრო მეტს მოგზაურობენ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა სასტუმროების მიერ უსაფრთხოების ნორმების დაცვის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ სახელმწიფო სასტუმროებს შესაბამის დახმარებას გაუწევს, რათა მათ მეტი სტუმრის მიღება შეძლონ. „ეკონომიკის და ჯანდაცვის სამინისტროებში დაწყებულია კონკრეტული სასტუმროებისგან განაცხადების მიღება, რომ - მოდით, შემამოწმეთ და თუ ვაკმაყოფილებ, გავიხსნები. რაღაც რაოდენობა შემოწმებულია. გუშინ თბილისს ამოწმებდნენ. 75-დან თბილისში 15-მა გაუძლო. ამ  ციფრმა არ უნდა შეგაშინოთ. მოგეხსენებათ, რომ თბილისში ბევრია დიდი სასტუმრო, მაგრამ პატარა სასტუმროებს მოთხოვნები ცოტა სხვანაირი აქვთ. ამიტომ, უნდა შეხვიდეთ განაცხადით და ნახოთ, მოთხოვნა როგორია და მათი დაკმაყოფილება არ არის რთული. ამ ყველაფერში ჯანდაცვის და ეკონომიკის სამინისტროები დაგეხმარებიან. როგორც კი მიიღებთ უფლებას, პირველი იქნება შიდა ტურიზმი, მერე უკვე ტურიზმის სააგენტო დაგეხმარებათ. მარტივად წარმოიდგინეთ - ქვეყანაში იქნება  სასტუმროები, რომლებმაც გაიარეს შემოწმება და აკმაყოფილებენ რაღაც სტანდარტს. ამ სასტუმროების ჩამონათვალი ეცოდინება ყველას. ჩვენ, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, დაინტერესებულები ვართ, რომ ამ სასტუმროების სია მივიტანოთ ჩვენს უცხოელ პარტნიორობამდე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველო 1-ლი ივლისიდან საერთაშორისო ტურისტებს ელოდება-პრემიერი აეროპორტში მივიდა

საქართველო 1-ლი ივლისიდან საერთაშორისო ტურისტებს ელოდება-პრემიერი აეროპორტში მივიდა

საქართველო 1-ლი ივლისიდან საერთაშორისო ტურისტებს ელოდება, შესაბამისად, მსოფლიო პანდემიის გამოწვევების გათვალისწინებით, ქვეყნის აეროპორტებში უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტები აქტიურად ინერგება, - საქართველოს...

ჰუმანიტარული დახმარება ბულგარეთიდან

ჰუმანიტარული დახმარება ბულგარეთიდან

 400 სპეციალური კომბინიზონი, ამდენივე სახის ფარი და სათვალე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პირადად ბულგარეთის ელჩმა...

ქუთაისში ისტორიული კედელი გამოჭრეს

ქუთაისში ისტორიული კედელი გამოჭრეს

ქუთაისის ტურისტულ უბანში ცვილებებია კედელზე, სადაც დედაენის სტენსილია დატანილი კარები გამოჭრეს, თუმცა რისთის და რა მიზნით ჯერ გაურკვევლია. მერია საკითხზე...

როგორი იყო და როგორია ქუთაისი – ნახეთ ძველი ქალაქის ანალოგი ფოტოები

როგორი იყო და როგორია ქუთაისი – ნახეთ ძველი ქალაქის ანალოგი ფოტოები

 „ძველი და ახალი ქუთაისი“ ფოტოებს  საქართველოს ეროვნული არქივი ავრცელებს. ძველი ქუთაისის ანალოგი ფოტოები ფოტოგრაფმა გურამ წიბახაშვილმა 2012 წელს შექმნა. ქუთაისი....

პანდემიით დაზარალებულთათვის კომპენსაციების გაცემის სამთავრობო პროგრამით სარგებლობის მიზნით ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პანდემიით დაზარალებულთათვის კომპენსაციების გაცემის სამთავრობო პროგრამით სარგებლობის მიზნით ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საგამოძიებო სამსახურმა კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთათვის კომპენსაციების გაცემის სამთავრობო პროგრამით უკანონოდ სარგებლობის მიზნით ყალბი დოკუმენტების დამზადება - გასაღების ფაქტზე ერთი პირი...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 24 შემთხვევა დადასტურდა.

ქუთაისში 200 გამოკვლეულიდან კორონავირუსი არც ერთს დაუდასტურდა

ქუთაისში 200 გამოკვლეულიდან კორონავირუსი არც ერთს დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის  თქმით, კვლევა სატვირთო ავტომობილების მძღოლებს, იმერეთის რეგიონში...

Page 4997 of 5147 1 4,996 4,997 4,998 5,147

კატეგორიები