მეგა TV

მეგა TV

ქუთაისში „სმარტის“ ახალი ფორმატის სუპერმარკეტი გაიხსნა

ქუთაისში „სმარტის“ ახალი ფორმატის სუპერმარკეტი გაიხსნა

ქუთაისში, ნიკეას ქ. #16-ში „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე „სმარტის“ ახალი ფორმატის სუპერმარკეტი გაიხსნა და მომხმარებელს მომსახურებისა და გადახდის ახალი ფორმა შესთავაზა. შესაბამისად,...

რეკორდული რაოდენობის რომელი ხილი გაყიდა საქართველომ საზღვარგარეთ

ამჟამად არ არსებობს მტკიცებულება COVID-19-ის საკვების გზით გავრცელების – FAO

ამჟამად არ არსებობს მტკიცებულება COVID-19-ის საკვების გზით გავრცელების შესახებ. ვირუსი ძირითად ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება, - ამის შესახებ FAO-ს სურსათის უვნებლობის ექსპერტების...

„ქართული ოცნება“ ოპოზიციურ პარტიებს სთავაზობს, მომავალ პარლამენტში მაჟორიტარების რაოდენობა 50-მდე შემცირდეს

შეზღუდვები და პირბადის გამოყენების წესები გავრცელდება მხოლოდ იმ პერიოდით, რა პერიოდითაც მთავრობა ეპიდსაწინააღდეგო ღონისძიებებს აწესებს – არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პირბადეების გამოუყენებლობის შემთხვევაში ჯარიმების ოდენობაზე მმართველ გუნდში შეთანხმება მიღწეულია. როგორც თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, მიესალმება მსჯელობას, რომ...

პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის შესაძლოა, ჯარიმა არა 50 ლარის, არამედ 20-30 ლარის ოდენობით განისაზღვროს

პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის შესაძლოა, ჯარიმა არა 50 ლარის, არამედ 20-30 ლარის ოდენობით განისაზღვროს. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა,...

პაციენტთა რაოდენობის სწრაფი ზრდის შემთხვევაში, ეპიდემიოლოგები განიხილავენ მათ შორის სახლში მკურნალობასაც

გიორგი გახარია – ჩვენი ამოცანაა, ვმართოთ პროცესი, მოვახდინოთ ადაპტაცია და კონტროლი, ვერც ერთი ცალკე აღებული ქვეყანა გლობალურ პანდემიას ვერ დაამარცხებს

 უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა განიხილეს შეზღუდვების მოხსნის შემდგომი ეტაპი, რომელიც დღეიდან ამოქმედდა. კერძოდ, მუშაობა განაახლა ყველა სახის რესტორანმა, მოძრაობა დაიწყო საქალაქთაშორისო ტრანსპორტმა, ასევე გაიხსნა ყველა ის სასტუმრო, რომელმაც შრომის ინსპექციის შემოწმება გაიარა. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი დადგენილი სტანდარტებისა და რეგულაციების მკაცრი დაცვის აუცილებლობას, მათ შორის პირბადეების გამოყენებას და სოციალურ დისტანცირებას, რათა ვირუსის გავრცელების რისკი თავიდან იყოს აცილებული. პრევენციული ღონისძიებებისა და დადგენილი სტანდარტების აღსრულებას შესაბამისი უწყებები  გააკონტროლებენ. „ჩვენთან ძალიან ხშირად ისმის მცდარი ფორმულირება, რომ საქართველომ ვირუსი დაამარცხა. ვერც ერთი ქვეყანა ცალკე ამ ვირუსს ვერ დაამარცხებს. ეს გლობალური პანდემიაა და შეუძლებელია, რომ ცალკე აღებულმა რომელიმე ქვეყანამ ვირუსი დაამარცხოს, ისევე, როგორც ეკონომიკურ კრიზისს ვერ დაამარცხებს ცალკე აღებული რომელიმე ქვეყანა. ჩვენი ძირითადი ამოცანაა, ვმართოთ პროცესი, მოვახდინოთ ადაპტაცია და კონტროლი. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, არის რისკების და ვირუსის გავრცელების კონტროლი. ძირითადი ამოცანებია საზღვრებისა და შიდა გავრცელების კონტროლი, სწრაფი გამოვლენა და სწრაფი მკურნალობა. ზუსტად იგივეა ეკონომიკაც. ვერც ერთი ცალკე აღებული ქვეყანა, განსაკუთრებით ჩვენი ზომის ეკონომიკა, შიდა მოთხოვნას ვერ დააგენერირებს, ამიტომ, შეუძლებელია საუბარი, რომ საქართველო ეკონომიკურ ჭრილში ამ კრიზისს მარტო გაუმკლავდება. აქაც გლობალურ ტენდენციებზე ვართ დამოკიდებული“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე. საბჭოს წევრებმა ასევე იმსჯელეს შეზღუდვების მოხსნის მომდევნო ეტაპზე, რომელიც 15 ივნისიდან ამოქმედდება და გულისხმობს შიდა ტურიზმის ამოქმედებას, ასევე სამგზავრო მატარებლების მოძრაობის აღდგენას. აღინიშნა, რომ აუცილებელია მაქსიმალური სიფრთხილე, რათა ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაძლო გართულება მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. ამ ეტაპზე, კვლავ ძალაში რჩება მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში - მუშევანსა და გეტაში, სადაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სპეციალისტები შესაბამის სამედიცინო ღონისძიებებს ატარებენ. რაც შეეხება ქვეყნის მასშტაბით არსებულ ზოგად ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 810 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 683 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. გარდაცვლილია 13 ადამიანი. ამ ეტაპზე კარანტინში  იმყოფება 2 915 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 237  პირი. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით განაგრძობს. საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

პაატა იმნაძე – ნიღაბი უნდა ატაროს ყველამ – თუ უკეთია ავადმყოფსაც და ჯანმრთელსაც, ამას პრაქტიკულად, ნულამდე დაყავს გადაცემის რისკი

პაატა იმნაძე – ნიღაბი უნდა ატაროს ყველამ – თუ უკეთია ავადმყოფსაც და ჯანმრთელსაც, ამას პრაქტიკულად, ნულამდე დაყავს გადაცემის რისკი

ყველანი უნდა ვიყოთ ფრთხილად. ეს განსაკუთრებით  ეხება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში იმ წესების დაცვას, რომელიც არის აუცილებელი. პირველ რიგში, ეს ეხება ნიღბების ტარებას და მაქსიმალურად, ფიზიკური დისტანციის დაცვას, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა. მისი თქმით, დამშვიდების საფუძველი არ არის ის, რომ ქვეყანაში მხოლოდ ერთეული შემთხვევებია. პაატა იმნაძის განმარტებით, ეს ერთეული შემთხვევები ნიშნავს იმას, რომ კორონა არსად არ გამქრალა. „შესაბამისად, მაქსიმალურად დავიცვათ, პირველ რიგში, ნიღბის ტარება. ამაზე ბევრი კვლევებიც გამოქვეყნდა, ინტერნეტშიც შეგვიძლია ყველამ მოვიძიოთ - თუ პირბადე უკეთია ავადმყოფს, ეს ძალიან ამცირებს გადადების რისკს, თუ უკეთია ჯანმრთელს, ეს ამცირებს გადადების რისკს, მაგრამ თუ უკეთია ორივეს, ავადმყოფსაც და ჯანმრთელსაც, ამას პრაქტიკულად, ნულამდე დაყავს გადაცემის რისკი. ამიტომ არის მოთხოვნა ყველა ქვეყანში, რომ ნიღაბი უნდა ატაროს ყველამ. ეს არ ეხება ღია სივრცეს, სადაც დისტანციის დაცვა შეგვიძლია. ეს ეხება დახურულ სივრცეებს, საზოგადოებრივ სივრცეებს. სახლში, რა თქმა უნდა, არ არის აუცილებელი ნიღბის ტარება“, -  განაცხადა პაატა იმნაძემ.

სალობიეა თუ უნივერშიტეტი – რამ გამოიწვია სტუდენტების უკმაყოფილება

სალობიეა თუ უნივერშიტეტი – რამ გამოიწვია სტუდენტების უკმაყოფილება

''სალობიეა თუ უნივერშიტეტი'' - ასე აფასებს სტუდენტების ნაწილკ წერეთლის უნივერსიტეტში გამოცდების მობილურით ჩაბარების მოხსნას.  მათი თქმით, 15 ივნისიდან უნივერსიტეტის ადმინისტრაციის...

საქალაქთაშორისო სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება იკრძალება

ქუთაისი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა

ქუთაისი-თბილისის მიმართულებით საქალაქთაშორისო მგზავრობის ღირებულება გაძვირდა. დღეიდან მგზავრებს 12 ლარის ნაცვლად, 15 ლარის გადახდა მოუწევთ. მძღოლების ინფორმაციით, მგზავრობის ღირებულების გაზრდა, სხვადასხვა...

საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა მხოლოდ ქუთაისის აეროპორტში გაიზარდა

რა წესები უნდა დაიცვათ აეროპორტში

1-ლი ივლისიდან საქართველო უცხოელი ტურისტების მიღებას გეგმავს. შესაბამისად, უკვე ივლისიდან რამდენიმე მიმართულებით ფრენები აღდგება. ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე გამოაქვეყნა რეკომენდაციები აეროპორტებისა...

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა შეიძლება ორეტაპიანი გახდეს და გაძვირდეს

რა დაგჭირდებათ იმისთის რომ მართვის მოწმობა აიღოთ

იმისთვის, რომ მიიღოთ მონაწილეობა მართვის მოწმობის მისაღებ როგორც თეორიულ, ისე - პრაქტიკულ გამოცდაში, პირველ რიგში, აუცილებელია, დაიცვათ მთავრობის რეკომენდაციები და...

Page 4992 of 5148 1 4,991 4,992 4,993 5,148

კატეგორიები