ავიაკომპანიას 190 რეისის გაუქმება მოუწია, რაც დაახლოებით მათი სრული ფრენების 3%-ია. მიზეზი არასაკმარისი ეკაპაჟების რაოდენობა გახდა.
American Airlines-ის განცხადებით, ავიაკომპანია საკუთარი ფრენების კალენდრის გადახედვას აპირებს და სავარაუდოდ, ივლისის შუა რიცხვებისთვის მოთხოვნის შესაბამისი სერვისის მიწოდება შესაძლებელი გახდება.
აშშ-ს ტრანსპორტის უსაფრთხოების ადმინისტრაციის განცხადებით, 20 ივნისის მონაცემებით აეროპორტებით 2.1 მილიონზე მეტმა მგზავრმა ისარგებლა,
რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2020 წლის 7 მარტის შემდეგ, თუმცა 23%-ით ნაკლებია პანდემიამდე პერიოდთან შედარებით