შემზარავი შემთხვევა კასპში – როგორც “პირველებს” ადგილობრივები უყვებიან, 72 წლის ავთანდილ ბეინაშვილი მგელმა შეჭამა.
მოხუცს გარეული ცხოველი თავს საკუთარ სახლთან გუშინ დაესხა. მისი კიდურები ოჯახმა დღეს იპოვა.
სოფელ ლამისყანაში კი მოსახლეობა შეშინებულია. “პირველებთან” საუბარში ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში სოფელში გარეული ცხოველების შემოსევა.
ადგილობრივებმა ნანახის შესახებ პოლიციას აცნობეს. შსს-მ გამოძიება სსკ-ს 116 მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.
წყარო: tvpirveli.ge