ქუთაისს ძლიერმა ქარმა დაახლოებით 2 000 000 ლარის ზიანი მიაყენა. როგორც მერიასი აცხადებენ ქარმა 400-მდე ობიექტი დააზიანა.
“გვაქვს 400-სამდე ობიექტი, რომელსაც სახურავი აქვს დაზიანებული. წინასწარი მონაცემებით ზიანის ოდენობა შეადგებს 2 000 000 ლარს . ფინანსური დახმარების მიღებასთან დაკავშირებით შესაბამისი კომუნიკაცია იყო მთავრობასთან , მომზადებული გვაქვს ოფიციალური დოკუმენტაციაც და მივმართეთ. უახლოეს დღეებში ველოდებით დაფინანსებას , პარალელურ რეჯიმში ვმუშაობთ კონტრაქტორებთან და მასალების მიმწოდებლებთან, რომ უკვე ხვალიდან მასალების მიწოდება დავიწყოთ იმ ლოკაცებზე, სადაც მცირე და ფრაგმენტული იყო დაზიანებები, ხოლო სოციალურად დაუცველი ოჯახების შემთხვევაში ჩვენ სამუშაოებსაც შევასრულებთ , სახურავის ნაწილში და ასევე, მრავალსართულიანი ბინების შემთხვევაში, სადაც დაზიანებას აქვს მასშტაბური სახე აქ მასალით არ შემოვიფარგლებით და სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც ჩვენ შევასრულებთ.”-აცხადებს ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტური სამსახურის წარმომადგენელი მირზა ხიდაშელი