ომი გადამწყვეტ ფაზაშია და უკრაინა საჭირო იარაღს შეუფერხებლად უნდა იღებდეს, – ამის შესახებ განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში.
„უკრაინისთვის მძიმე საბრძოლო აღჭურვილობის გადაცემის შესახებ ბოლო დაპირებები მნიშვნელოვანია და უფრო მეტს ველოდებით უახლოეს მომავალში, რადგანაც ჩვენ ომის გადამწყვეტ ფაზაში ვართ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, უკრაინას მივაწოდოთ ის იარაღი, რომელიც ომის მოსაგებად სჭირდება“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა