SBU-ს კონტრდაზვერვის თანამშრომლებმა დნიპროში ცხელ კვალზე დააკავეს ჯაშუში.
ადგილობრივი ფარმაცევტული კომპანიის მძღოლი. ზაფხულის დასაწყისში მან თავად დაამყარა კონტაქტი ინტერნეტ რესურსების საშუალებით მტრის სადაზვერვო სამსახურებთან. უარი თქვა ფულად ჯილდოზე, რომელიც ორკებმა შესთავაზეს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არის “რუსული სამყაროს” იდეოლოგიური მებრძოლი.
თბოელექტროსადგურების და ელექტრო ქვესადგურების დაბომბვა მის მიერ მიწოდებული მონაცემებით ხდებოდა.
კონტრდაზვერვის თანამშრომლებმა აგენტი მორიგი დავალების შესრულებისას აიყვანეს.