საკალათბურთო კლუბი რუსთავი ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალური ტურნირის გამარჯვებულია!
ფინალური მატჩის შემდგომ ტურნირის საუკეთესო ფორვარდს – გუგა პატაშურს და საუკეთესო უკანახაზელს – ლუკა ბულაშვილს სპეციალური პრიზები მიხეილ ქორქიას ქალიშვილმა – ქალბატონმა თამუნა ქორქიამ და ზურამ საკანდელიძის მეუღლემ – ქალბატონმა მაცაცო მგელაძე-საკანდელიძემ გადასცეს! ?გამარჯვებული გუნდის კაპიტანი აკაკი დვალიშვილი კი გარდამავალი თასით ზურაბ საკანდელიძის შვილიშვილმა – გიორგი ჩაჩავამ დააჯილდოვა.
წყარო-საქართველოს კალათბურთის ფედერაცია